CSR ბლოგი

Biliki AI, Google - ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე, პირველი ქართული ეკო-მეგობრული სტარტაპი

Biliki AI, Google - ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე, პირველი ქართული ეკო-მეგობრული სტარტაპი

12/11/2024

Biliki AI არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია შექმნას ეკო-მეგობრული სამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია სასტუმროების, ტრანსპორტირების და ინტერესების შესაბამისი აქტივობების შესახებ. პლატფორმა დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე, რაც აადვილებს პროცესებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მდგრად ტურიზმს.

Google for Startups მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წელს 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა, რომელთა შორისაა Biliki AI. თხუთმეტივე მონაწილე სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით აქტიურად მუშაობს მსოფლიოში არსებული  მნიშვნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ.

სტარტაპები, 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და სემინარებში მიიღებენ მონაწილეობას. Google-ის მხარდაჭერა ორიენტირებული იქნება პრობლემების გადაჭრაზე, ბიზნეს სტრატეგიების დახვეწაზე, ზრდისა და განვითარების ახალი გზების იდენტიფიცირებაზე.  

აქსელერატორში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სტარტაპების ინვესტორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მარკეტინგული პროექტების დახვეწას და ტექნოლოგიური მიმართულებით  კიდევ უფრო განვითარებას.

ამ დროისთვის Biliki AI-ის 140 ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებელი. პლატფორმის ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს დასავლეთ ევროპა და აშშ, სადაც ყველაზე მეტადაა განვითარებული მდგრადი ტურიზმი და ამ კუთხით ცნობიერების დონეც მაღალია.

Biliki AI  წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას, რომელსაც აქვს განვითარების და ზრდის დიდი პოტენციალი.

კომპანია თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მე-8, მე-13, მე-17 მიზნების მიღწევას.

მიზანი 8 - სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის. კომპანიის საქმიანობასთან მისადაგებული ამოცანა 8.9 -  მდგრადი ტურიზმის მხარდაჭერა, რომლის შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები და ხდება ადგილობრივი კულტურისა და პროდუქტების პოპულარიზაცია.

მიზანი 13 - კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება. კომპანიის საქმიანობასთან მისადაგებული ამოცანა 13.3 - კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მდგრადი პრაქტიკების დანერგვა.

მიზანი 17 -  პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კომპანიის საქმიანობასთან მისადაგებული ამოცანა 17.16 -  ტექნოლოგიების გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ კულტურებს და აძლიერებს გლობალურ თანამშრომლობას მდგრადი ტურიზმისთვის.  

წყაროები:

https://blog.google/intl/en-mena/company-news/outreach-initiatives/ai-first-accelerator-for-startups-mena-turkey-cohort/

https://biliki.ai/

უკან დაბრუნება