პრო ბონო და კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა

კორპორაციული პრო ბონო პროგრამები კომპანიათა
CSR სტრატეგიების შემადგენელი ნაწილია

რას ნიშნავს Pro Bono?

Pro bono არის შემოკლებული ფორმა ლათინური გამოთქმისა pro bono publico, რაც ნიშნავს „საზოგადოების საკეთილდღეოდ.“

ტერმინი პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

პრო ბონოს მიმწოდებელი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური მოხალისე, ასევე ორგანიზაცია, კომპანია, რომელიც თავისი თანამშრომლების პროფესიულ უნარებსა და ექსპერტიზას წარმართავს პრო ბონოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასახმარებლად.

პრო ბონო სერვისების ბენეფიციარები არიან არამომგებიანი, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციები - სამოქალაქო ორგანიზაციები ან სოციალური საწარმოები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მოწყლვად ჯგუფებთან, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდუალური პირები, რომლეთაც პროფესიული დახმარება სჭირდებათ და არ მიუწვდებათ მასზე ხელი.

სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დასახმარებლად სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მუშაობენ, ხშირად არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური პროფესიული საექსპერტო მომსახურების მისაღებად. ხოლო ამგვარი ექსპერტიზის გარეშე მათ უჭირთ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და საგრძნობი ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.

Pro Bono სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ  რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.

Pro Bono და CSR

კორპორაციული პრო ბონო პროგრამები კომპანიათა CSR სტრატეგიების შემადგენელი ნაწილია; პრო ბონო სერვისები CSR -ის სოციალურ განზომილებას მიეკუთვნება: ამ შემთხვევაში კომპანია ახდენს საკუთარი ადამიანური რესურსების, საკუთარი თანამშრომლების დროის, ცოდნისა და უნარების ინვესტირებას თემის განვითარებისა და მისი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

კომპანიამ შეიძლება თანამშრომლებს ანაზღაურებადი სამუშაო დრო გამოუყოს ამგვარი მოხალისეობრივი საქმიანობისათვის, აგრეთვე თანამშრომელთა მოხალისეობრივი საქმიანობის ფასილიტატორისა და კოორდინატორის ფუნქცია შეასრულოს.

პრო ბონო პროგრამები კარგად ერწყმის და ავსებს კომპანიათა სხვა სოციალურად პასუხისმგებელ პროგრამებს, მაგალითად, ფინანსებით ან ნატურით დახმარებას. სხვადასხვა მიდგომების კომბინაციით კი მიიღწევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალური შედეგი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და PRO BONO

CSR

icon

ეკონომიკა

icon

საზოგადოება

icon

გარემო

icon

სოციალური ინვესტიციები

icon icon icon
icon

თანხის
ინვესტირება

icon

თანამშრომელთა დროის ინვესტირება

icon

ნატურით ინვესტირება

icon icon

ფიზიკური
შრომა

ინტელექტუალური
რესურსი
PRO BONO

Pro Bono-ს სარგებელი კომპანიებს და საზოგადოებას

კარგად დაგეგმილი პრო ბონო პროგრამა არის ნაკლებად ხარჯიანი, მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივა, რომელსაც მრავალი დადებითი შედეგი მოაქვს როგორც საზოგადოებისათვის, ისე კომპანიისათვის.

სოციალური შედეგები

  • მდგრადი და გრძელვადიანი შედეგი

პრო ბონო სერვისების სოციალური ზეგავლენა, ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური შემოწირულობისა. ცოდნის გაზიარებითა და ბენეფიციარი ორგანიზაციის გაძლიერებით მიიღწევა მდგრადი, მასშტაბური და გრძელვადიანი შედეგი.

  • გავრცობადი ზეგავლენა

პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ, და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და გავრცობადი შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა. 

სარგებელი კომპანიებისთვის

გარდა საზოგადოებისათვის მოტანილი სარგებლისა, პრო ბონო პროგრამა მრავალი სხვადასხვა დადებითი შედეგის მომტანია მისი განმახორციელებელი კომპანიებისთვისაც, კერძოდ:

  • კომპანიის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბება და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება;
  • შიდაკორპორაციული ურთიერთობების გაუმჯობესება, თანამშრომელთა მოტივაცია და კომპანიისადმი ლოიალობა;
  • თანამშრომელთა პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება;
  • თანამშრომელთა ლიდერობის უნარებისა და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბება;
  • სამუშაო ბაზარზე კომპანიის დიფერენციაცია სოციალურად მოტივირებულ პროფესიონალთა თვალში და საუკეთესო კადრების მოზიდვის შესალებლობა.

თანამშრომელთა პროფესიული უნარების და ლიდერობის უნარების გაუმჯობესება

91%

HR მენეჯერებისა თვლის, რომ პრო ბონო პროგრამები ავსებს თანამშრომელთა ტრენინგების და სწავლების პროგრამებს

2007 Deloitte Volunteer IMPACT Survey

92%

დასაქმებული ამერიკელებისა მიიჩნევს, რომ პროფესიული მოხალისეობის პროგრამები ზოგადად აუმჯობესებს პროფესიულ უნარებს, კომუნიკაციის და კლიენტებთან ურთიერთობის უნარებს და წვლილი შეაქვს ლიდერობის უნარების განვითარებაში.

2016 Deloitte Impact Survey, Building leadership skills through volunteerism

პროფესიონალებს ურჩევნიათ აქ მუშაობა - თანამშრომელთა მოზიდვა

14%

მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ მზად არიან ხელფასის 14% დათმონ იმისთვის, რომ იმუშაონ სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიაში.

FTI Consulting and the Taproot Foundation, Nonprofit Survey: Leveraging Pro Bono Resources (unpublished data, 2011).

2/3

აშშ-ს მილენიალთა ორი მესამედი აცხადებს, რომ ურჩევნია იმ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პროფესიული უნარებით დაეხმაროს სამოქალაქო ორგანიზაციას

(2007 Deloitte Volunteer IMPACT Survey)

50%

პროფესიონალებისა მსოფლიოს მასშტაბით აცხადებს, რომ ურჩევნია იმუშაოს იმ კომპანიისათვის, რომლის თანამშრომლები საკუთარი ექსპერტიზით ეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს. 

FTI Consulting and the Taproot Foundation, “Nonprofit Survey: Leveraging Pro Bono Resources” (unpublished data, 2011).

80%

გამოკითხული მენეჯერებისა აცხადებს, რომ პრო ბონო მოხალისეობრივი პროგრამები ხელს უწყობს ახალი თანამშრმლების მოზიდვას კომპანიაში

„Pro Bono Volunteering Research Report“, LBG Associates, 2009

64%

აშშ-ს მილენიალთა თაობისა აცხადებს, რომ არ ისურვებს იმ კომპანიაში მუშაობას, რომელსაც არა აქვს გამოკვეთილი სოციალური და გარემოსდაცვითი პრიორიტეტები

2016 Cone Communications Millennial Employee Engagement Study

უკეთესი სამუშაო კლიმატი და კომპანიის მიმართ დამოკიდებულება

89%

დასაქმებული ამერიკელებისა აცხადებს რომ კომპანიებში, რომლებშიც არის მოხალისეობრივი პროგრამები, უკეთესი სამუშაო კლიმატი და გარემოა.

 Deloitte’s 2017 Volunteerism Survey of working Americans 

70%

დასაქმებულებისა აცხადებს, რომ კარგად გრძნობს თავს, როდესაც მუშაობს კომპანიაში, რომელსაც აქვს პრო ბონო პროგრამა

 “Pro Bono Volunteering Research Report,” LBG Associates, 2009

77%

დასაქმებულებისა აცხადებს, რომ კომპანიის მოხალისეობრივი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის.

Deloitte’s 2017 Volunteerism Survey of working Americans

88%

აცხადებს, რომ საკუთარი სამუშაოთი ბევრად უფრო კმაყოფილები არიან და თავს უფრო რეალიზებულად გრძნობენ, როდესაც კომპანია მათ აძლევს შესაძლებლობას წვლილი შეიტანონ სოციალური საკითხების მოგვარებაში.

2016 Cone Communications Millenial Employee Engagement Study

Pro Bono-ს საკითხები და მოდელები

პრო ბონო სერვისების ძირითადი საკითხები

პრო ბონო სერვისების ძირითადი საკითხები, ანუ ის სფეროები, რომლებშიც  კომპანიები საექსპერტო დახმარებას სთავაზობენ ბენეფიციარ ორგანიზაციებს მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თემა, რომლეზეც ბენეფიციარ ორგანიზაციას შეიძლება დასჭირდეს საექსპერტო დახმარება, ხოლო კომპანიას ჰყავდეს ამ სფეროს პროფესიონალი. პრო ბონო სერვისების ყველაზე გავრცელებული თემებია:

  • მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • იურიდიული საკითხები;
  • ფინანსური საკითხები;
  • სტრატეგიული დაგეგმვა და ორგანიზაციის მართვა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
გაიგე მეტი

პრო ბონო სერვისების ძირითადი მოდელები

მრავალგვარია პრო ბონო სერვისების მოდელებიც, ანუ ის ფორმატი, რომლითაც ხდება პრო  ბონო დახმარების გაწევა. განსხვავებულია ასევე პრო ბონო პროგარმების ხანგრძლივობა. პრო ბონო დახმარება შეიძლება რამდენიმესაათიანი კონსულტაციით ან ერთდღიანი ღონისძიებით შემოიფარგლოს ან ხანგრძლივი, ზოგჯერ მრავალთვიანი, პროექტი იყოს. ყველაზე გავრცელებული მოდელებია:

  • ტრენინგი/სემინარი;
  • პრო ბონო მარათონი; 
  • სკოუპ-ა-თონი (ბენეფიციარი ორგანიზაციის საჭიროებათა ანალიზი);
  • ვირტუალური ოფისი;
  • სწრაფი კონსულტირება;
  • გრძელვადიანი საკონსულტაციო პროექტი;
  • მენიტორინგი;
  • გრძელვადიანი მივლინება (pro bono პროექტის განსახორციელებლად);
  • სამოქალაქო ორგანიზაციის საბჭოს წევრობა.
გაიგე მეტი

გლობალური კონტექსტი

პრო ბონო სერვისები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო იურიდიული კომპანიებისათვის: კვალიფიციური იურისტები უსასყიდლო (პრო ბონო) იურიდიულ დახმარებას უწევდნენ შეჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

1970-იანი წლებიდან ეს მიდგომა აქტიურად აიტაცეს სხვადასხვა სექტორის კომპანიებმა და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დანერგეს. 

დღევანდელ მსოფლიოში პრო ბონო სერვისები სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს.

პრო ბონო პროგრამებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები წარმოადგენს, თუმცა სხვა სექტორებიც სულ უფრო აქტიურად მიმართავენ პრო ბონოს საკუთარი CSR პროგრამების ფარგლებში.

ჩამოყალიბდა ასევე ე.წ. „პრო ბონო მედიატორი“ ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მსოფლიოში პრო ბონო პრაქტიკის დამკვიდრებას და ერთმანეთთან აკავშირებენ პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს.

ყოველწლიურად ტარდება არაერთი რეგიონული თუ გლობალური ღონისძიება პრო ბონოს შესახებ, შექმნილია პუბლიკაციები და ონლაინ რესურსები.  იხ. მეტი აქ.  

2013 წელს შეიქმნა გლობალური პრო ბონო ქსელი, რომელიც დღეისათვის აერთიანებს 52 „პრო ბონო მედიატორ“ ორგანიზაციას მსოფლიოს 34 ქვეყნიდან და ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ქსელი ხელს უწყობს პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრებას გლობალურად, ყოველ წელს ატარებს გლობალურ პრო ბონო სამიტებს, პრო ბონო კვირულს, კვლევებს, ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო პარტნიორულ პრო ბონო პროექტებს.

იურიდიულ სფეროში გლობალურ პრო ბონო ორგანიზაციას წარმოადგენს PILnet  

Pro Bono საქართველოში

ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში პრო ბონო სერვისები აქტიურად ვითარდება. 2017 წლიდან არსებობს „საქართველოს პრო ბონო ქსელი“ და „საქართველოს პრო ბონო მედიაციის ინიციატივა.“ 

იურიდიულ სფეროში პრო ბონო სერვისების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

გაიგე მეტი