საერთაშორისო კონკურსები პასუხისმგებელი ბიზნესისთვის

აზიის მდგრადი განვითარების ანგარიშგების ჯილდო ორგანიზებულია CSRWorks International-ის მიერ, რომელიც არის სინგაპურში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მცირე ამ მსხვილ კომპანიას თუ  საჯარო უწყებას, რომელიც აქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშს.

კონკურსის ფარგლებში ჯილდოვდებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც მდგრადი განვითარების მიმართულებით ანგარიშგებისა და კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ.

 სხვადასხვა გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ჟიური აფასებს პროექტებს და ავლენს გამარჯვებულებს. ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიტანონ განაცხადი 17 სხვადასხვა კატეგორიაში. მაგალითად: აზიის საუკეთესო მდგრადი განვითარების ანგარიში, საუკეთესო ანგარიში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე (SDG reporting), საუკეთესო ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ; საუკეთესო ანგარიში კლიმატის ცვლილების საკითხებზე; საუკეთესო ანგარიში გარემოს დაცვაზე; საუკეთესო ანგარიში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე; მდგრადი განვითარების ანგარიშის ყველაზე შემოქმედებითი დიზაინი და სხვა.

თითოეულ კატეგორიაში სამი სახის ჯილდო გაიცემა - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს. ამას გარდა, ყოველ წელს ჟიური სპეციალურ ჯილდოს ანიჭებს  „წლის საუკეთესო ანგარიშს.“

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

Rimi Baltic Sustainability Awards (ბალტიის რეგიონის მდგრადობის კონკურსი) დაფუძნდა 2021 წელს.

ეს არის ჯილდო, რომელიც გამოარჩევს  როგორც ბიზნეს კომპანიებს, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებს,  საჯარო უწყებებს და ინდივიდებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), რომლებსაც წვლილი შეაქვთ ბალტიის რეგიონის მდგრად და ინოვაციურ განვითარებაში.

კონკურსის მიზანია წარმატებული ისტორიების გაზიარება, ბალტიის მდგრადობის გაძლიერება, სწავლების წახალისება და მთლიანად ეკოსისტემის გაუმჯობესება.

ღონისძიების ორგანიზატორია ინოვაციების მართვის კომპანია Helve.

კონკური მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას:

  • ზეგავლენა (Impact) - მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: მსხვილმა კომპანიამ, მცირე და საშუალო კომპანიამ, სამოქალაქო ორგანზაციამ და საჯარო უწყებამ;
  • ინოვაცია (Innovation) - მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ზომის კომპანიამ და სტარტაპმა;
  • ცვლილების ინიციატორი (Changemaker) - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა ორგანიზაციებს, არამედ ინდივიდებს - ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვთ მდგრად განვითარებაში, იწვევენ ცვლილებას და საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობენ ამ საკითხებს, ასევე შთაგონების წყარო და მისაბაძი მაგალითი არიან სხვებისათვის.

გამარჯვებულები გამოვლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ. იმისთვის რომ უზურნველყოფილი იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და მკაფიო გადაწყვეტილებები, ორგანიზატორებმა შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავეს ევროპის ერთ-ერთ წამყვან მწვანე ტექნოლოგიების კომპანიასთან, Plan A-სთან ერთად.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მარკეტინგისა და კომუნიკაციების პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კონკურსი Communitas Award. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციასა თუ ინდივიდუალურ პირს, რომელიც  საკუთარ დროსა და რესურსებს უთმობს საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი პროექტების განხორციელებას.. კატეგორიები გადანაწილებულია სამ სფეროდ: საზოგადოების სამსახური; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა. აღნიშნული  სამი სფერო მოიცავს 24 ქვეკატეგორიას.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული ბიზნეს მედია  Edie, რომელიც მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. კონკურსი პირველად გაიმართა 2007 წელს. მას შემდეგ ყოველწლიურად კონკურსის მასშტაბი იზრდება და პასუხისმგებელ და მდგრად ბიზნესსსაქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს მოიცავს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციასა და კომპანიას.

კონკურსის კატეგროები დაყოფილია ოთხ ჯგუფად:

  • ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის;
  • მდგრადი პროექტები და ინიციატივები;
  • ინოვაციები და ლიდერობა;
  • დადებითი ცვლილების ავტორები.

თითოეული კატეგორია მოიცავს დამატებით ქვეკატეგორიებს.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ამერიკელ მარკეტერთა ასოციაციამ 1987 წელს დააარსა კონკურსი, ხოლო  2008 წელს ედისონის ჯილდო  დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად. მისი მიზანია გამოავლინოს ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოების პროცესში, ასევე სერვისის განვითარებისას ნერგავენ ახალ, ინოვაციურ და სრულყოფილ მიდგომებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას.

კონკურსის კატეგორიებია:

  • საავიაციო ინოვაციები
  • სავაჭრო ტექნოლოგიები
  • სამომხმარებლო საქონელი
  • Covid 19 და ინოვაცია
  • სამუშაო ინფრასტრუქტურა, წყალი, ენერგია და ტელეკომუნიკაციები
  • განათლება
  • ინჟინერია და მასალების შემსწავლელი მეცნიერება
  • ინოვაციური სერვისები
  • სამუშაო გარემო
  • წამოება და ლოჯისტიკა
  • პერსონალური ტექნოლოგიები
  • მეცნიერება, მედიცინა & სტომატოლოგია
  • მდგრადი განვითარება
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

გლობალური CSR ჯილდოს ორგანიზატორია ინდოეთის ენერგეტიკისა და გარემოს ფონდი. კონკურსის ფარგლებში ფასდება კომპანიის ეთიკურობა, გამჭვირვალობა, ზრუნვა საზოგადოებასა და გარემოზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელს, როგორიცაა კერძო, უნივერსიტეტები და საჯარო სტრუქტურები.

კონკურსის კატეგორიებია:

  • CSR მენეჯმენტი;
  • CSR ინტეგრირება ბიზნეს საქმიანობაში;
  • საზოგადოებასა და რეგიონზე ზრუნვა;
  • მდგრადი განვითარების მისაღწევად ადგილობრივ თემებთან პარტნიორობა;
  • პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი;
  • საზოგადოების განვითარების პროგრამები;
  • პასუხისმგებელი ბიზნეს პრაქტიკა;
  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები;
  • სპორტის პოპულარიზაციის პროგრამები;
  • მდგრადი განათლებისა და წიგნიერების პროგრამები.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Global Good Communications. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციას, რომელსაც უნდა სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ. კონკურსის კატეგორიებია:

  • წლის პასუხისმგებლიანი დიდი კომპანია
  • წლის პასუხისმგებლიანი მცირე და საშუალო კომპანია
  • წლის ინდივიდუალური ლიდერი
  • წლის ახალგაზრდა კამპანია
  • წლის პარტნიორობა
  • განათლება
  • თანამშრომელთა ჩართულობა და კეთილდღეობა
  • გარემოს მიმართებაში ქცევის ცვლილება
  • წლის მდგრადი მიწოდების ქსელი
  • ცირკულარული ეკონომიკა
  • ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება
  • წლის საუკეთესო პროდუქტი
  • წლის საუკეთესო კამპანია
  • წლის სტარტაპი
  • ტექნოლოგია დადებითი ცვლილებებისთვის
  • სპეციალური ჟიურის ჯილდო ინოვაციებისთვის
  • სპეციალური ჟიურის ჯილდო მდგრადი განვითარების მიზნებში წვლილის შეტანისთვის.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსი ორგანიზებულია ინდოეთის ორგანიზაციის Institute of Directors (IOD)-ის მეირ და ამჟამად ერთ-ერთ წამყვან გლობალურ კონკურსს წარმოადგენს. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია პასუხისმგებელი მიდგომების და ლიდერობის წახალისება და გაძლიერება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

კონკურსი მოიცავს რამდენიმე კატეგორიას, თუმცა მხოლოდ 3 კატეგორიაა საერთაშორისო კომპანიებისთვის:

  • კომპანიის პასუხისმგებელი მართვა;
  • მდგრადი განვითარება;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანზიატორია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო ორგანიზაცია Ashden. კონკურსის მიზანია მსოფლისოს მასშტაბით წაახალისოს ყველა ის კომპანია, რომელიც ზრუნავს პლანეტაზე და წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კონკურსის კატეგორიები წლიდან წლამდე იცვლება, იმ გამოწვევების მიხედვით, რომელთა წინაშეც დგას იმ წელს მსოფლიო.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ზომის ორგანზიაციასა თუ კომპანიას.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის The Green Organization (NGO) ორგანიზებით ტარდება კონკურსი The International CSR Excellence Award (საერთაშორისო ჯილდო CSR-ში წარჩინებისათვის), რომლის მიზანია გამოავლინოს ისეთი კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან თანამშრომლებს, საზოგადოებას, გარემოსა და მომხმარებლებს განვითარებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმირ ორგანიზაციასა და თუ კომპანიას. კონკურსის 3 კატეგორია: გარემო, თანამშრომლები და საზოგადოება - მოიცავს მრავალ ქვეკატეგორიას.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

მეცნიერებისა და ინფორმაციების ცენტრის informatology-ს ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი The Peer Awards. ეს კონკურსი იმით გამოირჩევა, რომ აქ ჟიურის წევრები არიან თვითონ მონაწილეები და ერთმანეთის პროექტებს აფასებენ. ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა და შეიტანოს განაცხადი.

კონკურსის კატეგორიებია:

  • პასუხისმგებლიანი ბიზნესი;
  • საზოგადოების განათლება;
  • ბიზნესისთვის ცნობიერების ამაღლება;
  • სტერეოტიპების დანგრევა;
  • საზოგადოების გაძლიერება;
  • მდგრადი განვითარება
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყნისა თუ თემების მასშტაბით;
  • გავლენიანი CSR ლიდერი;
  • ეფექტური CSR გუნდი.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსი ორგანიზებულია PR daily Magzine-ის მიერ და მისი მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს ადამიანები, ორგანიზაციები, კომპანიები, სამოქალაქო თუ აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. კონკურსის კატეგორიებია:

  • ბრენდის აქტივიზმი;
  • თანამშრომელთა მოხალისეობრივი პროგრამები;
  • გარემოსდაცვითი პროგრამები;
  • ორგანიზაციის გამჭვირვალობა;
  • ჩართულობა და კომუნიაკცია;
  • CSR ღონისძიება;
  • შიდა კომუნიკაციის კამპანიები;
  • მედიასთან ურთიერთობისა ან PR კამპანიები;
  • ანგარიშგება;
  • სოციალური მედიის კამპანია;
  • დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა;
  • ვიდეო ან ვიზუალური დიზაინი;
  • სოციალური ზეგავლენა;
  • ადვოკატირების კამპანია;
  • საზოაგდოების მხარდაჭერა;
  • პარტნიორობა;
  • კატასტროფების პრევენცია;
  • განათლება;
  • ფილანტოპიული საქმიანობა;
  • გლობალური CSR ინიციატივა;
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინიციატივები;
  • გრანპრი:
    • წლის CSR სააგენტო;
    • წლის CSR კამპანია;
    • წლის CSR პროფესიონალი.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსი დააარსა მედია გამოცემა PR News-მა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც კომპანიებს, ისე სამთავრობო სექტორს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. იგი  მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • ხალხი და გუნდი;
  • ორგანიზაციის მისია;
  • კომუნიკაცია და კამპანიები;
  • სოციალური პრობლმების მოგვარება.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Reuter Events. კონკურსი დაარსდა 2009 წელს და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.  კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს მსოფლიოს ისეთ კომპანიებს, რომლებსაც დადებითი ზეგავლენა აქვთ გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე 13 კატეგორიის მიხედვით:

  • ჯილდო ბიზნესის ტრანსფორმირებისთვის
  • ჯილდო ინოვაციური მდგრადი მიდგომისთვის;
  • ლიდერი ბიზნესი;
  • წლის პარტნიორული პროექტი;
  • ჯილდო სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის;
  • ჯილდო ცირკულარული ინოვაციისთვის;
  • ჯილდო პასუხისმგებელი მიწოდების ქსელის აწყობისთვის;
  • ანგარიშგება და გამჭვირვალობა;
  • ჯილდო მდგრადი განვითარების მიზნებზე დადებითი ზეგავლენისთვის;
  • ჯილდო სოციალური ზეგავლენისთვის;
  • ჯილდო ორიენტირებული კომუნიკაციისთვის;
  • კარგი დამსაქმებელი;
  • საპატიო ჯილდო (ინდივიდუალური).
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Rushlight events. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სექტორის კომპანიას, ორგანიზაციას, ინდივიდუალურ ინვესტორსა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციას.

კონკურსის კატეგორიები დაყოფილია ხუთ ძირითად ჯგუფად. ესენია: ბუნებრივი რესურსები; გარემო; პასუხისმგებელი პროდუქტები და სერვისები; მდგრადი წარმოება და ენერგომოხმარება.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ The Seal წლების წინ გადაწყვიტა წაახალისოს კომპანიები და დააჯილდოვოს მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზომის კომპანიას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება:

  • მსოფლიოს 50 ყველაზე მდგრადი კომპანია;
  • მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ინოვაციური გარემოსდაცვითი ინიციატივა.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია პროფესიონალთა გაერთიანება Packaging Europe. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პრესტიჟული გლობალური ჯილდო მდგრადი შეფუთვის სფეროში. კონკურსის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს და დააჯილდოოს კომპანიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც მდგრად შესაფუთ მასალებს იყენებენ.

კონკურსის კატეგორიებია:

  • ბიო შეფუთვა;
  • რესურსების ეფექტურად გამოყენება;
  • ცირკულარული ეკონომიკა;
  • გადამუშავებადი შეფუთვა;
  • ინოვაციური ტექნოლოგია;
  • საუკეთესო პრაქტიკა.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია ამერიკული კომპანია BUSINESS INTELLIGENCE GROUP. კონკურსი 2012 წლიდან დღემდე აჯილდოებს ისეთ კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებმაც მდგრადი განვითარების კონცეფცია გახადეს მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი.

კონკურსის კატეგორიებია:

  • მდგრადი განვითარების ლიდერი;
  • მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული წლის ინიციატივა;
  • წლის მდგრადი  პროდუქტი;
  • წლის მდგრადი  სერვისი;
  • მდგრადი განვითარების გმირი (აღამსრულებელი);
  • მდგრადი განვითარების ჩემპიონი (არააღმასრულებელი).
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი

კონკურსის ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია Ethisphere. კონკურსის მიზანია გამოავლინოს მსოფლიოს ყველაზე ეთიკური ორგანიზაციები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი სექტორის ორგანიზაციას, როგორც აშშ-ს, ასევე საერთაშორისო დონეზე.

იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი