ვებგვერდის შესახებ

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი  CSRDG-ის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალმხრივი, სრული, უახლესი ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის შესახებ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.  

ეს ერთადერთი საინფორმაციო ვებპორტალია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მდგრადობის  შესახებ. ის მრავალფეროვან რესურსებს გთავაზობთ ამ  კომპლექსურ თემაში ნავიგაციისათვის.

ვებგვერდის მიზანია ინფორმაციისა და რესურსების გაზიარებით ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას, CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციას ბიზნეს სექტორსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პასუხისმგებელი ბიზნესის პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში.

რას ნახავთ აქ

გაეცნობით ინფორმაციას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების კონცეფციისა და ისტორიის, პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის ფორმების და დადებითი შედეგების, ასევე  CSR-ის შემადგენელი ცალკეული თემების შესახებ

ნახავთ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხების მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებს

გაიგებთ, რას აკეთებენ სხვა პროფესიონალები და კომპანიები და შეიტყობთ მათი საქმიანობის საუკეთესო მაგალითების შესახებ

გაეცნობით პასუხისმგებელი ბიზნესის და კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელშემწყობ სახელმწიფო პოლიტიკებს და სამთავრობო ქმედებებს გლობალურად და საქართველოში

იხილავთ მრავალფეროვან რესურსებს CSR-ის ხელშემწყობი ორგანიზაციების, კონკურსების, თუ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ

ნავიგაციას შეძლებთ კორპორაციულ პასუხისმგებლობის შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში

გაეცნობით საქართველოში არსებულ ინიციატივებს, ორგანიზაციებსა თუ რესურსებს კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

შეიტყობთ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში

ვისთვის არის ეს ვებგვერდი

თუ თქვენ ხართ კომპანიის ხელმძღვანელი ან CSR მენეჯერი და გსურთ თქვენი კომპანიის საქმიანობა დაუახლოვოთ ბიზნესის წარმართვის საერთაშორისო სტანდარტებს

თუ თქვენ ხართ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურთ ხელი შეუწყოთ საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას და სტიმული მისცეთ ბიზნესის ჩართულობას საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში

თუ თქვენ ხართ მედიის წარმომადგენელი და გსურთ ადეკვატურად და პროფესიონალურად გააშუქოთ კომპანიათა საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები, მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხები

თუ თქვენ წარმოადგენთ სახელისუფლებო სტრუქტურას და გსურთ ერთ სივრცეში მოიპოვოთ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკების და ინიციატივების შესახებ პასუხისმგებელი ბიზნესის და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად

თუ თქვენ წარმოადგენთ აკადემიურ სფეროს, ხართ სტუდენტი ან ლექტორი და დაინტერესებული ხართ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებით

თუ თქვენ ხართ სამოქალაქო ცნობიერების მქონე მომხმარებელი, კომპანიის თანამშრომელი, უბრალოდ  პასუხისმგებელი მოქალაქე და გსურთ იცოდეთ მეტი საზოგადოებაზე და ბუნებრივ გარემოზე  კომპანიათა საქმიანობის ზეგავლენის შესახებ

მაშინ ამ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ თქვენთვის სასურველ და საინტერესო ინფორმაციას.

ჩვენი გუნდი

ვებგვერდი შექმნილია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის გუნდის მიერ

ვებგვერდზე განთავსებული სტატიების და მიმოხილვების ავტორია

  • ლელა ხოფერია 

ვებგვერდზე ასევე იმუშავეს:

  • ელენე ჩხეიძემ
  • გვანცა ფაცაციამ
  • სალომე თოფურიძემ
  • ქეთი კაკაბაძემ
  • ეკა ჩხეტიამ

დიზაინერი - ელენე შენგელია

ვებდეველოპერი - დავით ქართველიშვილი

 

პროექტი და მხარდამჭერები

ვებგვერდი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

 

მასალის გამოყენების წესი: ამ ვებგვერდზე განთავსებული ტექსტური და ფოტო მასალა წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) საკუთრებას ან მინიჭებული აქვს მასალის გამოყენების უფლება. ამ მასალის გამოყენება წყაროს მითითებისა და CSRDG-ს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.