CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი

საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი“ არის იდეაზე  დაფუძნებული, დამოუკიდებელი, არაფორმალური, ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს  მრავალ დაინტერესებულ მხარეს და ქმნის სხვადასხვა სექტორის დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას CSR-თან დაკავშირებული პოლიტიკის  და პრაქტიკის საკითხებზე.

ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს,  საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დასაქმებულთა კავშირებს,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სახელმწიფო ორგანოებს.

მსგავსი ფორუმებისა და პლატფორმების არსებობა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში.

ფორუმის მისიაა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის წარმართვა და პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერი პოლიტიკური და ინსტიტუციური გარემოს  ჩამოყალიბების ხელშეწყობა  ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის.

საქართველოს CSR დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი დაფუძნებულია  ევროკავშირის მხარდაჭერითა და კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივის („სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“) ფარგლებში.

ვიდეო