პრო ბონო საქართველოში

საქართველოს პრო ბონო ქსელი

ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში პრო ბონო სერვისები აქტიურად ვითარდება. 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა "საქართველოს პრო ბონო ქსელი" - არაფორმალური  გაერთიანება  საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) იყო ქსელის შექმნის ინიციატორი და მას შემდეგ ახორციელებს ქსელის საქმიანობის საექსპერტო და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. 

დაარსების დღიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრთა რაოდენობა 12-დან 22-მდე გაიზარდა. 

 

პრო ბონო მედიაციის ინიციატივა საქართველოში

2015 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ასევე დააფუძნა  "პრო ბონო მედიაციის ინიციატივა საქართველოში", რომლის მიზანია დააკავშიროს პრო ბონო სერვისების მიმწოდებელი კომპანიები და ბენეფიციარი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კომპანიათა ექსპერტიზის სფეროებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების მიხედვით, ასევე - ფასილიტაცია გაუწიოს პრო ბონო სერვისების მთელ ციკლს (დაგეგმვიდან შედეგების შეფასებამდე).

პრო ბონო მედიაციის ინიციატივის ფარგლებში, პრო ბონო ქსელის წევრებისა და მისი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, CSRDG-ის მხარდაჭერითა და მედიაციით განხორციელდა მრავალი პრო ბონო პროგრამა და გადაიჭრა არაერთი პრობლემა.

იხილეთ:  ქართული კომპანიების პრო ბონო პროექტები 

 

პრო ბონო მედიაციის ინიციატივის 6 წელი

1432

საათი პრო ბონო მუშაობისა

100

პრო ბონო პროფესიონალი ჩართული პრო ბონო პროგრამებში

188

პრობლემა გადაიჭრა სამოქალაო ორგანიზაციების და სოციალური საწარმოებისთვის