მდგრადი განვითარების და კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფციები მჭიდროდაა დაკავშირებული. ხშირად, კორპორაციული მდგრადობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინონიმად გამოიყენება
ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის საბოლოო მიზანი უნდა იყოს მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანა
ISO 26000, სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტი
ტერმინი „მდგრადობა“ გულისხმობს განგრძობადობას, მუდმივობას, უწყვეტობას, მუდმივ აღდგენას.
ტერმინის შემქმნელად ითვლება მე-18 საუკუნის მაღაროების ინსპექტორი საქსონიაში, ჰანს კარლ ფონ კარლოვიცი, [Hans Carl von Carlowitz] რომელმაც 1713 წელს პირველად იხმარა ეს ტერმინი თავის წიგნში "Sylvicultura Oeconomica” (ტყეების გონივრული მართვის ხელოვნება და ეკონომიკა).
იმ პერიოდში, საქსონია (გერმანია) და ზოგადად, ევროპა ტყეების მწვავე დეფიციტის პრობლემის წინაშე იდგა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ვერცხლის მოპოვებისა და მეტალურგიის ინდუსტრიას.
თავის წიგნში ფონ კარლოვიცი საუბრობს ტყეების მდგრად და გონივრულ გამოყენებაზე, ანუ ტყის გეგმიურ გაჩეხვაზე, როდესაც გაჩეხვის ტემპი ტყის აღდგენის შესაბამისია, რის შედეგადაც ტყე უწყვეტად განახლდება და ნარჩუნდება.
მე-18 და მე-19 საუკუნეების გერმანული მეტყევეობა სწორედ მდგრადობის კონცეფციას ეფუძნება და ავითარებს.
დღესდღეობით მდგრადი განვითარება ბევრად უფრო ფართო და კომპლექსური ცნებაა და მრავალ საკითხს და თემას მოიცავს.
მდგრადი განვითარების კონცეფციის დეფინიცია დღევანდელი გაგებით 1987 წელს ჩამოყალიბდა გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის (World Commission on Environment and Development) ანგარიშში „ჩვენი ერთიანი მომავალი“ (Our Common Future), რომელიც ცნობილია აგრეთვე “ Brundtland Report ”-ის სახელით, კომისიის თავმჯდომარის, ქ-ნ Gro Harlem Brundtland-ის სახელის მიხედვით. კომისიის განმარტებით, მდგრადობა არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, არამედ აგრეთვე ღარიბების საჭიროებათა დაკმაყოფილებას და იმის გაცნობიერებას, რომ დედამიწის ფიზიკური რესურსები შეზღუდულია და ამოწურვადი. ის ეფუძნება სამყაროს, როგორც ერთიანი სისტემის აღქმას, რომელშიც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ეს დეფინიცია, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, ასე ჟღერს:
“
მდგრადი განვითარების მიზანია დააკმაყოფილოს დღევანდელობის მოთხოვნები იმგვარად, რომ მომავალმა თაობებმაც შეძლონ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება
მდგრად განვითარებას აქვს სამი ძირითადი განზომილება - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური, რომელთა ერთობლიობაც ქმნის მდგრად განვითარებას და რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია (მაგალითად, სიღარიბის აღმოფხვრისათვის საჭიროა სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა და ეკონომიკური განვითარება, ასევე, გარემოს დაცვა).
მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო ფორუმებმა, რომლებიც 1987 წლის შემდეგ ჩატარდა, არაერთხელ, ხელახლა დაამტკიცეს და გაამყარეს მდგრადი განვითარების კონცეფციის მნიშვნელობა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების კონცეფციას.
ყოველი ორგანიზაცია - დიდი მულტინაციონალური კომპანია, თუ მცირე ბიზნესი, სამთავრობო უწყება, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია - ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოზე მის გარშემო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ორგანიზაცია ითვალისწინებდეს არა მხოლოდ თავის უშუალო მიზნებს, არამედ იმასაც, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს მისი საქმიანობა ბუნებრივ გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებზე.
რადგან მდგრადი განვითარება მოიცავს მთელი კაცობრიობის მიერ აღიარებულ და გაზიარებულ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს, მისი კონცეფცია ასახავს საზოგადოების მოლოდინს და მოთხოვნას, რომელიც პასუხისმგებელმა კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საბოლოო მიზანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი მიზნების შესრულებაში წვლილის შეტანაა.
“
თანამედროვე ‘ბრტყელ’ გლობალიზებულ სამყაროში გლობალური მოწოდების ჯაჭვებით, ძალთა თანაფარდობა მულტინაციონალურ კომპანიებსა და ცალკეულ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ისინი საქმიანობენ, სულ უფრო მეტად იხრება კომპანიათა სასარგებლოდ.… ეს კომპანიები ფლობენ უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია პლანეტაზე, არა მხოლოდ დოვლათის შესაქმნელად, არამედ ღირებულებათა და იდეათა გადასაცემადაც.
2000 წელს გაეროს ათასწლეულის სამიტზე შეკრებილმა სახელმწიფოთა ლიდერებმა მიიღეს ე.წ. „ათასწლეულის დეკლარაცია“ და 2015 წლისთვის დასახეს 8 გლობალური მიზანი, რომლებიც „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ (MDGs) სახელით გახდა ცნობილი. აღნიშნული რვა მიზანი მოიცავდა მრავალფეროვან საკითხებს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრიდან დაავადებებთან ბრძოლისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფის (მაგ.აივ/შიდსთან ბრძოლა, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება), აგრეთვე, ეკოლოგიური მდგრადობის, განათლების უზრუნველყოფისა და გენდერული თანასწორობის ჩათვლით.
2015 წელს, ათასწლეულის განვითარების მიზნებისთვის დასახული თხუთმეტწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, გაერომ შეიმუშავა კიდევ უფრო ამბიციური და მასშტაბური მიზნები შემდეგი 15 წლისათვის - „მდგრადი განვითარების მიზნები“ (SDGs), რომლებიც ასევე „გლობალური მიზნების“ სახელით არის ცნობილი. 193 ქვეყნის ლიდერებმა გაეროს სამიტზე, ნიუ-იორკში, 2015 წლის სექტემბერში, ერთხმად მიიღეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-სათვის (2030 Agenda for Sustainable Development), რომელიც განსაზღვრავს 17 გლობალურ მიზანს, რომელთა ძირითადი ფოკუსია - „ადამიანები, პლანეტა და კეთილდღეობა“.
მდგრადი განვითარების 17 მიზანი, 169 ამოცანითა და შედეგების შეფასების 232 ინდიკატორით მოიცავს მდგრადი განვითარების სამივე განზომილებას - სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით განზომილებებს.
აღნიშნული მიზნები ქვეყნებსა და ცალკეულ ორგანიზაციებს სთავაზობს საყოველთაოდ აღიარებულ სტრატეგიას 2030 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემებთან გასამკლავებლად და შეეხება სიღარიბის აღმოფხვრას, მშვიდობისა და თანასწორობის დამკვიდრებას, გარემოს დაცვასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია ყველა სექტორის, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მიზნების განხორციელებაში მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანათა მთავრობებს ეკისრება, ბიზნესის როლი გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რადგან ის გააზრებულია როგორც:
რამდენადაც SDG მიზნებს სჭირდება ბიზნესის ჩართულობა, იმდენადვე თავად ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და სარგებლის მომტანია მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და მათ განხორციელებაში წვლილის შეტანა.
“
„ბიზნესისა და მდგრადი განვითარების კომისიის“ (The Business & Sustainable Development Commission) კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება ბიზნესისთვის წელიწადში 12 ტრილიონი დოლარის ოდენობის საბაზრო შესაძლებლობებს გააჩენს.
მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭო (WBCSD) კომპანიათა მოტივაციას SDG მიზნების მხარდაჭერაში 4 ძირითად პუნქტად აყალიბებს:
უმოქმედობა სარისკოა და საბოლოოდ ძვირი დაჯდება
დაინტერესებული მხარეები - თანამშრომლები, მომხმარებლები, ინვესტორები, სულ უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან მდგრადი განვითარების მიზნებში წვლილის შეტანას
SDG მიზნებთან დაკავშირებულ შესაძლებლობათა გამოყენება
სულ უფრო მზარდია საბაზრო სტიმულების რაოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს ითვალისწინებენ
თანამშრომლობის საჭიროება
არც ერთ სექტორს ან ორგანიზაციას დამოუკიდებლად არ შესწევს ძალა „გლობალური მიზნების“ განსახორციელებლად
მართვასა და სტრატეგიაში SDG მიზნების ინტეგრაციის საჭიროება
ინფორმირებულობა = უკეთეს გადაწყვეტილებებს
კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და ეფექტურად ახდენენ მათ ინტეგრაციას საკუთარ ბიზნესსტრატეგიებში, რეალურ საკონკურენციო უპირატესობას ფლობენ და გრძელვადიან პერსპექტივაში აუმჯობესებენ საკუთარ ფინანსურ შედეგებს. გლობალურ მიზნებთან მიმართებით ბიზნესის, როგორც ლიდერის, როლი მრავალი საერთაშორისო განხილვის საგანია.
მდგრადი განვითარების მიზნები გახდა ერთგვარი ვექტორი კომპანიებისთვის, თუ როგორ უნდა დაგეგმონ თავიანთი CSR სტრატეგიები, რომ უპასუხონ საზოგადოების მოლოდინებს.
შექმნილია არაერთი პუბლიკაცია, სახელმძღვანელო და კვლევა იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ უნდა შეიტანონ კომპანიებმა წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; ამავე მიზნით, შექმნილია საინფორმაციო ონლაინ პლატფორმები და რესურსგვერდები.
ქვემოთ მოტანილია მცირე ჩამონათვალი იმ ძირითადი პლატფორმებისა და ვებგვერდებისა, რომლებიც კომპანიებს დაეხმარება ეფექტურად მოახდინონ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიებში:
SDG Compass - მდგრადი განვითარების მიზნების კომპასი
ონლაინ ინსტრუმენტი კომპანიებისათვის, რომელიც ერთობლივადაა შექმნილი ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI), გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) და მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს მიერ (WBCSD). ვებგვერდის მიზანია კომპანიებს მიაწოდოს მითითებები და ინსტრუქციები იმის თაობაზე, თუ როგორ მოახდინონ საკუთარი სტრატეგიების და პროგრამების ჰარმონიზაცია მდგრადი განვითარების მიზნებთან და წვლილი შეიტანონ ამ მიზნების განხორციელებაში.
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელო ბიზნესისთვის: SDG Compass: The guide for business action on the SDGs
ვებგვერდი, ასევე, გვთავაზობს მრავალ სასარგებლო და მოქნილ ინსტრუმენტს, მაგ.:
შექმნილია არაერთი პუბლიკაცია, სახელმძღვანელო და კვლევა იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ უნდა შეიტანონ კომპანიებმა წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; ამავე მიზნით, შექმნილია საინფორმაციო ონლაინ პლატფორმები და რესურსგვერდები.
ქვემოთ მოტანილია მცირე ჩამონათვალი იმ ძირითადი პლატფორმებისა და ვებგვერდებისა, რომლებიც კომპანიებს დაეხმარება ეფექტურად მოახდინონ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიებში:
SDG Compass - მდგრადი განვითარების მიზნების კომპასი
ონლაინ ინსტრუმენტი კომპანიებისათვის, რომელიც ერთობლივადაა შექმნილი ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI), გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) და მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს მიერ (WBCSD). ვებგვერდის მიზანია კომპანიებს მიაწოდოს მითითებები და ინსტრუქციები იმის თაობაზე, თუ როგორ მოახდინონ საკუთარი სტრატეგიების და პროგრამების ჰარმონიზაცია მდგრადი განვითარების მიზნებთან და წვლილი შეიტანონ ამ მიზნების განხორციელებაში.
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელო ბიზნესისთვის: SDG Compass: The guide for business action on the SDGs
ვებგვერდი, ასევე, გვთავაზობს მრავალ სასარგებლო და მოქნილ ინსტრუმენტს, მაგ.:
SDG Knowledge Hub - მდგრადი განვითარების მიზნების საინფორმაციო რესურს პორტალი
მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შექმნილი SDG Knowledge Hub (მდგრადი განვითარების მიზნების საინფორმაციო რესურს პორტალი), რომელზეც თავმოყრილია უზარმაზარი ინფორმაცია მდგრადი განვითარების საკითხებთან და SDG მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით:
ვებგვერდს აქვს მოსახერხებელი საძიებო სისტემა - წარმოდგენილი ინფორმაციის დაჯგუფება და მოძიება შესაძლებელია მდგრადი განვითარების ცალკეული მიზნების მიხედვით, ცალკეული თემებისა და საკითხების მიხედვით (მაგ.: ბიომრავალფეროვნება, გენდერი, სიღარიბე და ა. შ.), რეგიონების მიხედვით, განმახორციელებელი უწყების/სექტორის მიხედვით (მაგ.: ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ინსტიტუტები, გაეროს პროგრამები და უწყებები, დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფები, მთავრობათაშორისი ორგანიზაციები და ა. შ.).
UN Knowledge platform on SDGs - გაეროს ცოდნის პლატფორმა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ
გაეროს ცოდნის პლატფორმა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას:
ამავე პლატფორმაზე განთავსებულია SDG-ს განხორციელების საუკეთესო მაგალითების შემცველი უნიკალური მონაცემთა ბაზა (SDG good practices database), რომელიც მოიცავს 5000-ზე მეტ მაგალითს, მათი დაჯგუფება და ძებნა შესაძლებელია როგორც ცალკეული მიზნების მიხედვით, ისე ქვეყნების და რეგიონების მიხედვით.
SDG Industry matrix - მდგრადი განვითარების მიზნების ექვსი სექტორული სახელმძღვანელოები
გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ და KPMG-მ ერთობლივად შეიმუშავეს მდგრადი განვითარების მიზნების ექვსი სექტორული სახელმძღვანელო - SDG Industry matrix - შემდეგი სექტორებისათვის:
თითოეული სექტორისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოში განხილულია, როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის კომპანიამ წვლილი შეიტანოს თითოეული მიზნის შესრულებაში და მოტანილია საუკეთესო მაგალითები, აღწერილია შესაძლო ინიციატივები და პროგრამები.
SDG Business Hub - მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს (WBCSD) SDG ბიზნეს ჰაბი
საინტერესო და ღირებული პლატფორმა, მრავალრიცხოვანი ინფორმაციითა და რესურსებით, ფოკუსირებულია ბიზნესისთვის აქტუალურ ასპექტებზე SDG მიზნებთან დაკავშირებით. პლატფორმის მიზანია დაეხმაროს ბიზნესს და მიაწოდოს საჭირო რესურსები და ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების გასაგებად და საკუთარ პოლიტიკებსა და საქმიანობაში ამ მიზნების გასათვალისწინებლად.
პლატფორმა მოიცავს ბიზნესისთვის რელევანტურ მრავალრიცხოვან რესურსს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ
და მრავალ სხვა სასარგებლო ინფორმაციას.
გაეროს გლობალური შეთანხმების საინფორმაციო პლატფორმა The SDGs Explained for Business
აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ვებგვერდის სექციას, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი ინიციატივების და რესურსების ჩამონათვალი თითოეული მიზნისათვის, აგრეთვე - სასარგებლო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაუჭიროს ბიზნესმა მხარი თითოეულ მიზანს, რა ტიპის ინიციატივები და პროგრამები შეიძლება განახორციელოს.
გაეროს გლობალური შეთანხმების (UNGC) და ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) ერთობლივი პლატფორმა ‘Business Reporting on the SDGs’ – an Action Platform
„ბიზნესის ანგარიშგება გლობალური მიზნების შესახებ“ არის პასუხისმგებელი ბიზნესის ხელშემწყობი ორი უმსხვილესი ინიციატივის - ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (Global Reporting Initiative/GRI) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UNGlobal Compact) თანამშრომლობით შექმნილი პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური მიზნების შესახებ კორპორაციულ ანგარიშგებას. ეს ინიციატივა ჩაფიქრებულია როგორც GRI მდგრადი განვითარების ანგარიშგების ფორმატისა და გლობალური შეთანხმების ანგარიშგების ფორმატის (CoP) შემავსებელი, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური მიზნების განხორციელებაში კომპანიების შეტანილი წვლილის შეფასებას და ამის შესახებ ანგარიშგებას.
პლატფორმის ფარგლებში შექმნილია სამი სახელმძღვანელო SDG-ის შესახებ ანგარიშგების გამარტივებისთვის: