კორპორაციული პასუხისმგებლობის დადებითი შედეგები ბიზნესისთვის

კორპორაციულ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის წარმატებისა და კონკურენტუნარიანობისათვის

სოციალური  და გარემოსდაცვითი ვალდებულებები  დანახარჯი კი არ არის, არამედ  ინვესტიცია, რომელიც საბოლოოდ  ზრდის კომპანიის  მოგებას და გრძელვადიან წარმატებას.

Jean Frijns, Chief Investment Officer, ABP-PGGM Capital Holding N. V. 2004

კორპორაციული პასუხისმგებლობა ბრენდის დიფერენცირების და მარკეტინგის ინსტრუმენტიდან ნელ-ნელა გადაიქცა კომპანიის გრძელვადიანი წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად და საუკეთესო კადრების მოზიდვის წინაპირობად.

HSBC Navigator, Made for the future Report 2019  

ყოველი კომპანიის თავდაპირველი, ძირითადი ფუნქციაა აწარმოოს პროდუქცია და სერვისები, იყოს მდგრადი და მომგებიანი. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ ძირითად ფუნქციასთან, არამედ პირიქით, ხელს უწყობს და განამტკიცებს მას.

მოსაზრება, რომ ეკონომიკური მიზნები წინააღმდეგობაში მოდის სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებთან და, შესაბამისად,  კორპორაციული პასუხისმგებლობა ფუფუნებაა - ეს მოსაზრება ძალიან მოძველებულია და  რეალობას აღარ შეესაბამება.

თანამედროვე მსოფლიოში კორპორაციული პასუხისმგებლობა წარმოადგენს ახალი ბიზნეს მოდელის განუყოფელ ნაწილს.  

მენეჯმენტის თანამედროვე თეორიები ეფუძნება მოსაზრებას, რომ პასუხისმგებელი კომპანიები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო წარმატებულები არიან.

მომხმარებლები,  თანამშრომლები, ინვესტორები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოება სულ უფრო დაჟინებით ითხოვენ და მოელიან კომპანიებისაგან პასუხისმგებელ და ეთიკურ ქცევას, მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას.  თანამედროვე დიგიტალიზებულ „გამჭვირვალე“ სამყაროში, რომელშიც ინფორმაცია კომპანიების საქმიანობისა და ზეგავლენების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომია; კომპანიის რეპუტაცია, მომხმარებელთა და თანამშრომელთა ლოიალობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და წარმატება სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული მის მიერ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების განხორციელებაზე.

კომპანიებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა  არის სტრატეგიული მიდგომა, რაც ეხმარება მათ გააუმჯობესონ ურთიერთობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, გახდნენ უფრო მდგრადები, ეფექტურები, კონკურენტუნარიანები და ამ გზით გაზარდონ საკუთარი ბიზნესის წარმატება და ასევე სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას.

image

73%

მოსახლეობის 73% გლობალურად თვლის, რომ კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ პასუხისმგებელი საქმიანობა, რაც ერთდროულად გაზრდის მათ მოგებას და გააუმჯობესებს საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

Edelman “Trust Barometer”, Global Report 2020

კორპორაციული პასუხისმგებლობის დადებითი შედეგები ბიზნესისთვის

თანამედროვე მსოფლიოში მუდმივად იზრდება კომპანიის წინაშე არსებული რისკები, რაც უკავშირდება რთულ საბაზრო გარემოს: დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინები კომპანიათა მიმართ სულ უფრო მეტად უკავშირდება პასუხისმგებელ ბიზნეს საქმიანობას და მდგრადი განვითარების საკითხებს; გლობალულრი გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევები  მეტად და მეტად განაპირობებს ეკონომიკურ რისკებს.

„მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ 2019 წლის მთავარ ეკონომიკურ რისკებს შორის დაასახელა ისეთი გარემოსდაცვითი გამოწვევები, როგორებიცაა: ბიომრავალფეროვნების რღვევა, კლიმატის ცვლილება, წყლის კრიზისი

იხ. „გლობალური ეკონომიკური რისკების ანგარიში“ 2019 /The Global Economic Risks Report 2019

კომპანია, რომელსაც კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხები ბიზნეს სტრატეგიაში აქვს ინტეგრირებული, ბევრად უკეთ მართავს ეკონომიკურ, სოციალურ თუ რეპუტაციულ რისკებს, პასუხობს საკანონმდებლო ცვლილებებს და მიჰყვება ახალ საერთაშორისო ტენდენციებს სოციალურ და გარემოსდავით საკითხებზე.

icon

დღევანდელ მსოფლიოში კომპანიის რეპუტაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კორპორაციული პასუხისმგებლობაა. და პირიქით, კომპანიის უპასუხისმგებლო ქცევა ადვილად აზიანებს მისი ბრენდის იმიჯს, რასაც ადასტურებს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრისა და 21-ე საუკუნის არაერთი კორპორაციული სკანდალი, რომლებიც კომპანიათა უპასუხისმგებლო ან არაეთიკურ ქცევას, გარემოსა თუ საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანს მოჰყვა. სამყაროში, სადაც ბრენდი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე ღირებული ქონებაა, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიას ნდობასა და ერთგულებას მოაპოვებინებს, რაც მისი წარმატებული და მდგრადი მომავლის გარანტია.

 ყოველწლიური გლობალური რეპუტაციული რეიტინგის  (Global RepTrak™ 100) 2020 წლის მონაცემების თანახმად

  • მომხმარებელთა 78%-ისთვის კარგი კორპორაციული რეპუტაცია კომპანიისაგან საქონლის თუ სერვისების შეძენის სურვილის მოტივატორია;
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიის რეპუტაციის ჯამური ქულის 41%-ს განაპირობებს;
  • კომპანიებმა, რომლეთა რეპუტაციაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, ამას მიაღწიეს საკუთარი სოციალური ზეგავლენის და საზოგადოებაში საკუთარი როლის აღქმის გაუმჯობესებით.

Global RepTrak 100| 2020

2007 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 56% მიიჩნევს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დადებით გავლენას ახდენს კომპანიის იმიჯზე და მოუპოვებს მას საზოგადოების კეთილგანწყობას. ხოლო გამოკითხულ კომპანიათა 85% მიიჩნევს კორპორაციულ პასუხსიმგებლობას მნიშვნელოვან ფაქტორად კომპანიის რეპუტაციისთვის.

საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის (ბსპ) მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და მოლოდინის კვლევა, თბილისი, 2007

თბილისის მსხვილი ბიზნესი და კორპორაიული სოციალური პასუხისმგებლობათბილისი, 2007

icon

მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ არსებობს კავშირი კომპანიის რეპუტაციასა და სამომხმარებლო ქცევას შორის. მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამტკიცებს, რომ უპირატესობას ანიჭებს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიის პროდუქციასა და სერვისებს და ამგვარი ცნობიერების მქონე მომხარებელთა რაოდნობა მზარდია.

 „მდგრადი განვითარების ახალი ერა მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულს მოიცავს. მომხმარებლებს სულ უფრო მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერება აქვთ და ისინი თავიანთ ხედვას და პრინციპებს საკუთარი შემსყიდველი გადაწყვეტილებებით ასხამენ ხორცს.“

Nielsen’s Global Sustainable Shoppers Report 2018 Sustainable shoppers buy the change they wish to see in the world

თანამედროვე მომხმარებლებს სჭირდებათ არა მხოლოდ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია, არამედ ისინი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ  რამდენად იყო გათვალისწინებული წარმოებისა თუ რეალიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები. ამ მზარდი ტენდენციის აღსანიშნად იყენებენ ტერმინს „პასუხისმგებელი მოხმარება.“

პასუხისმგებელი მოხმარება გულისხმობს მომხმარებლის მიერ პროდუქციის შერჩევისას, ხარისხისა და ფასის გარდა, წარმოების და რეალიზაციის პროცესის სოციალური და გარემოსდაცვითი პარამეტრების გათვალისწინებას.

მომხმარებელთა თითქმის ნახევარი (46%) მსოფლიოს მასშტაბით ამტკიცებს, რომ ურჩევნია გვერდი აუაროს ცნობილი ბრენდების პროდუქციას, რათა შეიძინოს უფრო მდგრადი, გარემოს მიმართ მეგობრული პროდუქტები ნაკლებად ცნობილი კომპანიებისგან.

Nielsen’s Global Sustainable Shoppers Report 2018 Sustainable shoppers buy the change they wish to see in the world.

მოსახლეობის 78%-სათვის გლობალურად კომპანიის სანდოობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ის, თუ როგორ ექცევა კომპანია საკუთარ თანამშრომლებს.

Edelman “Trust Barometer”, Global Report 2019

მომხმარებელთა 79% ამბობს, რომ შესყიდვის გადაწყვეტილებისას ითვალისწინებს, რამდენად გარემოსდამზოგია პროდუქციის შეფუთვა. ეს მაჩვენებელი 83%-ს შეადგენს მილენიალთა შორის.

McKinsey 2019 Global Consumer Sentiment Survey

მომხმარებელთა 66% გლობალურად აცხადებს, რომ მზადაა ცოტა მეტი გადაიხადოს პასუხისმგებლობით წარმოებულ პროდუქციაში. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია მილენიალთა შორის (73%), ანუ ყოველი სამი კაცი ოთხიდან.

The Nielsen Global Survey of Corporate Social Responsibility and Sustainability 2015

მომხმარებელთა 42% ამბობს, რომ აღარ ყიდულობს პროდუქტს, თუ ჩათვლის რომ თავად პროდუქტი ან მისი წარმოების პროცესი გარემოსთვის საზიანოა.

Accenture Chemicals Global Consumer Sustainability Survey 2019

2007 წლის კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეეობის 60% ამბობს, რომ თანაბარი ხარსიხის და ფასის შემთხვევაში უპირატესობას მიანიჭებს პასუხისმგებელი კომპანიის პროდუქტს, თუ ექნება სანდო ინფორმაცია.

საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და მოლოდინის კვლევა, თბილისი. 2007

icon

საუკეთესო პროფესიონალების მოზიდვა და შენარჩუნება დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში გადამწყვეტია კომპანიათა წარმატებისათვის. თანამედროვე მსოფლიოში პასუხისმგებელი კომპანიის რეპუტაცია სასურველი დამსაქმებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ახალგაზრდა პროფესიონალთა სულ უფრო დიდი ნაწილი სამუშაოდ ირჩევს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს და დამსაქმებლისაგან მოელის ღირებულებების თანხვედრას და მდგრადი განვითარების საკითხების გათვალიწინებას. თანამშრომლები უფრო ერთგულნი და მოტივირებულებიც არიან, როდესაც მათ ეამაყებათ საკუთარი კომპანია.

დასაქმებულთა 67% გლობალურად მოელის, რომ მათი დამსაქმებელი წვლილს შეიტანს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში და მათ უშუალო სამუშაოს ექნება სოციალური ზეგავლენა. 25% ამბობს, რომ არასოდეს იმუშავებს კომპანიაში, რომელიც ამას არ სთავაზობს, ხოლო 42% ამბობს, რომ დამსაქმებლისაგან, რომელიც ამას არ სთავაზოვს ბევრად მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს.

Edelman Trust Barometer Global Report 2019

2019 წელს ჩატარებული მილენიალთა გამოკითხვის თანახმად (რომელმაც 42 ქვეყნის 13416 რესპონდენტი მოიცვა), ბიზნეს ლიდერთა პრიორიტეტები და ღირებულებები უნდა უფრო ფართო საზოგადოებრივ მიზნებს ემთხვეოდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიზიდავს კომპანია სამუშაოდ მილენიალთა თაობის პროფესიონალებს.

Delloitte Global Millennial Survey 2019

გლობალურად ყოველი ოთხი კომპანიიდან ერთის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მდგრადი განვითარების საკითხებში ინვესტიცია აუმჯობესებს მათ შანსებს საუკეთესო პროფესიონალები მოიზიდონ და შეინარჩუნონ.

HSBC Navigator, Made for the future Report 2019

2019 წლის გაზაფხულზე Amazon-ის 4500-მა თანამშრომელმა ღია წერილი მისწერა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს Jeff Bezos.  წერილში თანამშრომლები ითხოვდნენ კომპანიას  აქტიური გარემოსდაცვითი პოლიტიკა გაეტარებინა (კლიმატის ცვლილების საკითხებზე) და შეეწყვიტა კავშირები ნავთობის ინდუსტრიასთან.

Daily Mail, April 2019

icon

წარმატებული ბიზნესის ისტორია ყოველთვის უკავშირდება სიახლეების, ახალი მიმართულებების და ტენდენციების მიმართ გახსნილობას, ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას. CSR მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს შესაძლებლობათა ეფექტიანი გამოყენების და ინოვაციურობის მექანიზმს.

  • მდგრად (მდგრადი განვითარების პრიცნიპებით წარმოებულ) და პასუხისმგებელ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე მზარდია გლობალურ ბარზებზე, რაც ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უხსნის პასუხისმგებელ მეწარმეებს.

მაგალითად, ახალ ბაზრებზე გასვლის საშუალებას იძლევა გარემოსდამზოგი პროდუქცია, როგორიცაა ელექტრომობილები, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომანქანები, ეთიკურად წარმოებული ყავა, ქარის ენერგიის ტურბინები, რეციკლირებადი პროდუქტები და ა.შ.

2019 წლის მომხმარებელთა გლობალური კვლევის თანახმად:

  • მომხმარებელთა 83% მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კომპანიებმა აწარმოონ რეციკლირებადი პროდუქტები;
  • მომხმარებელთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მზადაა მეტი გადაიხადოს გარემოსდამზოგ, რეციკლირებად პროდუქციაში;
  • მომხმარებელთა დაახლოებოთ სამი მეოთხედი (72%) ამბობს, რომ ბევრად მეტ გარემოსდამზოგ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე 5 წლის წინ;
  • პლასტიკის პროდუქტების შესყიდვისას მომხმარებელთა 87% ეკომეგობრულ პლასტიკს ამჯობინებს.

Accenture Chemicals Global Consumer Sustainability Survey 2019

წარმოების და გასაღების ინოვაციური, მდგრადი მეთოდები საკონკურენციო უპირატესობას ანიჭებს კომპანიებს.

მაგალითად, კომპანია შეიძლება სერტიფიცირებული იყოს გარემოსდაცვითი ან სოციალური სტანდარტების მიხედვით და, ამის შედეგად, მისაღები მომწოდებელი გახდეს გარკვეული ტიპის საწარმოებისთვის თუ გამსაღებლებისათვის.

გარემოსდამზოგ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციების  ანალიზი აგრეთვე მიუთითებს, რომ ამ სფეროში მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნების მიღმა საქმიანობას წვლილი შეაქვს კომპანიის კონკურენტუნარიანობაში.

2015 წელს მოხმარების საგნების გაყიდვები გლობალურად დაახლოებით 4%-ით იზრდება იმ კომპანიებისგან, რომელბიც მდგრადი განვითარების საკითხებს ყურადღებას აქცევენ, და მხოლოდ 1%-ით იმ კომპანიებისაგან, რომლებიც ამ თემებზე არ ზრუნავენ.

 The Nielsen Global Survey of Corporate Social Responsibility and Sustainability 2015

მდგრადი განვითარების პრინციებით წარმოებული მოხმარების პროდუქტები (consumer packaged goods (CPGs) მთლიანი ბაზრის  დაახლოებით 16%-ს შეადგენდა, თუმცა მათი გაყიდვების ზრდა მთლიანი ბაზრის გაყიდვების ზრდის 57%-ს შეადგენდა 2015-2019 წლებში და ეს ზრდა გაგრძელდა COVID-19 პანდემიის მიუხედავად.

New York University Center for Sustainable Business / CSB Sustainable Market Share Index

დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის არსებითი მახასიათებელია, შესაძლებელია, ახალი პროდუქციის, საწარმოო პროცესებისა და იდეების წყარო გახდეს, დაეხმაროს კომპანიას ბაზარზე ახალი მიმდინარეობებისა და მიმართულებების გამოვლენაში, რასაც მოსდევს საკონკურენციო უპირატესობები.

icon

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. მენეჯმენტისადმი სისტემურ მიდგომებს და მენეჯმენტის სისტემების უწყვეტ გაუმჯობესებას უშუალოდ მოჰყვება საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და დანახარჯების შემცირება.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა CSR-ის მიდგომების დანერგვით გამოწვეული დანახარჯების შემცირება ეფექტური გარემოსდაცვითი მენეჯმენტის შედეგად. საქმიანობის გარემოსდაცვითი ასპექტების შეფასებამ შეიძლება გამოავლინოს ახალი შესაძლებლობა, რათა „ნარჩენების ნაკადი შემოსავლების ნაკადად გარდაიქმნას.“ მაგალითად, ნარჩენების მინიმიზაცია, რეციკლირება და მეორადი მასალის გამოყენება, გარდა იმისა, რომ გარემოს ზოგავს, დანახარჯებსაც ამცირებს. ეფექტური ენერგომენეჯმენტი და ენერგიის მოხმარების შემცირება, წყლის მოხმარების სისტემური შემცირება, რესურსების ეფექტური და მდგრადი გამოყენება, ასევე  ამცირებს არა მხოლოდ ორგანიზაციის ზეგავლენას გარემოზე, არამედ მის დანახარჯებსაც.

კიდევ ერთ პოტენციურ სფეროს, ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, წამოადგენს სარეკლამო ხარჯები. კარგი კორპორაციული მოქალაქეობის პროგრამების განხორციელების შედეგად იზრდება კომპანიის გაშუქება მედია საშუალებებში, რაც თავისთავად რეკლამას უკეთებს მას.

icon

პასუხისმგებელ კომპანიებს ეფექტიანი მიწოდების ქსელების შექმნის და პარტნიორობის უკეთესი შესაძლებლობები აქვთ. პასუხისმგებელი კომპანიები  ხშირად ითხოვენ საკუთარი მომწოდებლებისგან CSR მიდგომების დანერგვას და გარკვეული სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, როგორიცაა, მაგალითად, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სქემები, შრომის სტანდარტები და ადამიანის უფლებები. შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობა მცირე და საშუალო კომპანიებს მოწოდების ქსელებში ჩართვის უკეთეს შესაძლებლობას ანიჭებს. მსხვილი კოპანიებისათვის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი წინაპირობა ასევე სულ უფრო მეტად ხდება პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების, პასუხისმგებელი პოლიტიკისა და მენეჯმენტის სისტემების არსებობა პოტენციურ პარტნიორებთან.

icon

დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, საქმიანობაში მათი ინტერესების გათვალისწინება და ანგარიშვალდებულება ეხმარება კომპანიას მიიღოს და შეინარჩუნოს საქმიანობის „სოციალური ლიცენზია“, ანუ ჩამოიყალიბოს „სოციალური კაპიტალი.“ სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიას, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს, უკეთესი შესაძლებლობები აქვს გააგრძელოს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა ან წამოიწყოს ახალი.

ტერმინი „საქმიანობის სოციალური ლიცენზია“ შეიქმნა ბრიტანეთში და იგი აღნიშნავს კომპანიის საქმიანობისა და წარმატებისათვის  საჭირო საზოგადოების მხარდაჭერას. ეს ტერმინი არ გულისხმობს ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ოფიციალურ ნებართვებს, არამედ ურთიერთგაგებას კომპანიას და მის დაინტერესებულ მხარეთა შორის. „საქმიანობის სოციალური ლიცენზიის“ მთავარი საყრდენი ნდობაა. ის ეფუძნება თანამშრომლების, კლიენტების, მომწოდებლების და ფართო საზოგადოების შეხედულებებს კომპანიის შესახებ.

მსოფლიოს მოსახლეობის 87%-ის აზრით, კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისათვის მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქციათა მფლობელები და მეწილეები.

 Edelman “Trust Barometer”, Global Report 2020

icon

კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი ის ფაქტია, რომ მას კაპიტალის ბაზრებზე სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ინვესტორთა მზარდი რაოდენობა საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორაციული მართვის საკითხებს (ESG) ითვალისწინებს. ეს მიდგომა „პასუხისმგებელი ინვესტირების“ სახელით არის ცნობილი 

გლობალურად პასუხისმგებელი ინვესტირების პინციპებით მართული აქტივების მოცულობა 2018 წლის დასაწყისისათვის 30.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან ევროკავშირში პროფესიულად მართული კაპიტალის 46%, ხოლო აშშ-ში - 26% პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით იყო დაბანდებული. პაუხისმგებელი ინვესტირების მნიშვნელოვან და მზარდ ბაზრებს წარმოადგენს ასევე იაპონია, ავსტრალია, კანადა).

Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018

ამ მოცულობის კაპიტალის არსებობა ფინანსურ ბაზრებზე, რომლის მართვაც პასუხისგებელი ინვესტირების პრინციპებით, ანუ სოციალური და გარესმოდაცვითი საკითხების გათვალისწინებით  ხორციელდება, კომპანიებისათვის (განსაკუთრებით საფონდო ბირჟებზე დარეგისტრირებული კომპანიებისათვის) მძლავრ სტიმულს წარმოადგენს საკუთარ საქმიანობაში დანერგონ პასუხისმგებელი მიდგომები, რათა თავიანთი აქციები მისაღები და სასურველი გახადონ ამ ინვესტორებისათვის.

„მრავალი კომპანიისათვის კორპორაციული პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარების საკითხები არა მხოლოდ საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვის ინსტრუმენტია, არამედ შემოსავლების ზრდისა. პასუხისმგებლობა და კომერციული მიზმები გადაჯაჭვულია. არასდროს ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიზნესისთვის მდგრადი მომავლის შექმნაში მონაწილეობა, როგორც ახლა. მომავალზე ორიენტირებული კომპანიები ახლა მოქმედებენ.“

HSBC’s Navigator 2019; Navigator resilience, Building back Better, 2020

icon

კომპანიებისათვის სარგებლის გარდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის განვითარებას მოაქვს სიკეთე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, რადგან: