კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ბიზნესის კეთილ ნებას - საკუთარი საქმიანობით არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე და წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში.
ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ სასარგებლოა დაისვას კითხვა: „ეს ორგანიზაცია რომ არ არსებობდეს, გამოვიგონებდით მას?“ კითხვაზე პასუხი იქნება: „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქმნის ან აკეთებს რაიმეს ბევრად უკეთესად ან უფრო სასარგებლოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია", ფინანსური მოგება კი მხოლოდ იარაღია ამ დიდი მიზნის მისაღწევად.
ჩარლზ ჰენდი, „რისთვის არსებობს ბიზნესი?“ Harvard Business Review, #80, 12 დეკემბერი 2002
კორპორაციული პასუხისმგებლობის, ანუ საზოგადოების წინაშე ბიზნესის პასუხისმგებლობის აღსანიშნად რამდენიმე სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით გვხვდება.
უკანასკნელ პერიოდში, ტერმინები: „კორპორაციული პასუხისმგებლობა“(Corporate Resoinsibility/CR) და „პასუხისმგებელი ბიზნესი/პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობა“ (Responsible Business Conduct/RBC) უფრო მეტად იმკვიდრებენ თავს (რადგან, სიტყვა „სოციალური“ ზოგიერთ ენაში ავიწროვებს ტერმინის გააზრებას და მხოლოდ სოციალური პრობლემებისკენ მიჰყავს ის). ასევე, სულ უფრო მკვიდრდება „კორპორაციული მდგრადობა“ (corporate sustainability ), რაც მდგრად განვითარებასთან კორპორაციული პასუხისმგებლობის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.
კერძო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მოთამაშეს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაში.
ბიზნეს კომპანიების საქმიანობა დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებასა და გარემოზე, ასევე, ეკონომიკურ სისტემებზე. სხვადასხვა შემთხვევაში ზეგავლენა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, იყოს დადებითი ან უარყოფითი.
მაგალითად: კომპანიას შეუძლია ასეულობით ადამიანი დაასაქმოს, გადაუხადოს მათ ადეკვატური და ღირსეული ხელფასი, შექმნას სამართლიანი და ინკლუზიური სამუშაო გარემო, მოიზიდოს ინვესტიციები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, უზრუნველყოს მომხმარებელი ხარისხიანი პროდუქციითა და სერვისით, ან გააკოტროს მცირე მეწარმეები, ჩაერთოს კორუფციულ ან კარტელურ გარიგებებში, უსამართლოდ მოექცეს თანამშრომლებს, დააბინძუროს ბუნებრივი გარემო, დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობა და აწარმოოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე, არამედ გააცნობიეროს და პასუხისმგებლობა აიღოს იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ახდენს ადამიანებსა და ბუნებაზე. გამოიკვეთა ბიზნესის როლის და ფუნქციების ახლებური, ფართო გააზრება.
თავის მხრივ, კომპანიებიც აცნობიერებენ, რომ ამგვარი პასუხისმგებლობის აღებით შეუძლიათ წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი წარმატების, ისე საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაში.
კორპორაციული პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს ბუნებრივ გარემოზე, ეკონომიკურ სისტემებსა და ადამიანებზე, ანუ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, მომწოდებლებზე, პარტნიორებზე, ადგილობრივ თემებსა და, ზოგადად, საზოგადოებაზე. ეს არის ბიზნესის კეთილი ნება დააკმაყოფილოს პასუხისმგებელი საქმიანობის მაღალი საერთაშორისო სტანდარტები, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნება ათწლეულების მანძილზე ვითარდებოდა და ზუსტდებოდა. საზოგადოების მოთხოვნათა და ცნობიერების ცვლილებასთან ერთად, სხვადასხვა საკითხები ხდება აქტუალური, შესაბამისად, ფართოვდება კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფცია, რათა მოიცვას ეს საკითხები (იხ. CSR-ის ისტორია).
ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრა კორპორაციული პასუხისმგებლობის გააზრებაში, ალბათ მაინც იყო CSR-ის, როგორც ფილანთროპიული საქმიანობის აღქმიდან გადასვლა CSR-ის სტრატეგიულ გააზრებაზე, როგორც რისკების პრევენციის, კონკურენტუნარიანობის გაძლიერების და კომპანიის ზეგავლენების მართვის ინსტრუმენტისა.
დღეისათვის არ არსებობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებული, ყოვლისმომცველი და ერთადერთი განმარტება. განსაზღვრებები მრავალგვარია, ისინი სხვადასხვაგვარად ამახვილებენ ყურადღებას CSR-ის ამა თუ იმ მხარესა და მახასიათებელზე:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიათა პასუხისმგებლობას ზეგავლენაზე, რომელსაც ისინი ახდენენ ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე. ამ პასუხისმგებლობის განხორციელების წინაპირობაა არსებული კანონმდებლობისა და სოციალურ პარტნიორთა შორის დადებულ ხელშეკრულებათა პატივისცემა.
საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის განსახორციელებლად კომპანიას უნდა ჰქონდეს ორგანიზაციული პროცედურები და მართვის სისტემები სოციალური, გარემოსდაცვითი, ეთიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა მოსაზრებების ინტეგრაციისთვის უშუალო ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიაში, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კომპანიის პასუხისმგებელ ქმედებათა მიზანია: გაზიარებული ღირებულების შექმნა საკუთარი მფლობელების/მეწილეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, ასევე, მთლიანად საზოგადოებისათვის; საკუთარი საქმიანობის შესაძლო ნეგატიური ზეგავლენების გამოვლენა, პრევენცია და შერბილება.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიათა პასუხისმგებლობას ზეგავლენაზე, რომელსაც ისინი ახდენენ ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე. ამ პასუხისმგებლობის განხორციელების წინაპირობაა არსებული კანონმდებლობისა და სოციალურ პარტნიორთა შორის დადებულ ხელშეკრულებათა პატივისცემა.
საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის განსახორციელებლად კომპანიას უნდა ჰქონდეს ორგანიზაციული პროცედურები და მართვის სისტემები სოციალური, გარემოსდაცვითი, ეთიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა მოსაზრებების ინტეგრაციისთვის უშუალო ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიაში, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კომპანიის პასუხისმგებელ ქმედებათა მიზანია: გაზიარებული ღირებულების შექმნა საკუთარი მფლობელების/მეწილეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, ასევე, მთლიანად საზოგადოებისათვის; საკუთარი საქმიანობის შესაძლო ნეგატიური ზეგავლენების გამოვლენა, პრევენცია და შერბილება.
ბიზნესის პასუხისმგებელი ქცევა (RBC) გულისხმობს ძირითად ბიზნესსაქმიანობაში ბუნებრივ გარემოსთან, ადამიანებთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებას და მართვას.
პასუხისმგებელი ბიზნესის პრინციპებსა და სტანდარტებში განსაზღვრულია მოთხოვნა, რომ კომპანიამ - განურჩევლად მისი ზომის, სექტორის თუ სტატუსისა - წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში, აირიდოს და გაანეიტრალოს უარყოფითი ზეგავლენები საკუთარი საქმიანობის, მოწოდების ქსელების და სხვა ბიზნეს ურთიერთობების ფარგლებში.
სოციალური პასუხისმგებლობა არის კომპანიის პასუხისმგებლობა ზეგავლენაზე, რომელსაც იგი თავისი გადაწყვეტილებებითა და საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. ეს პასუხისმგებლობა აისახება გამჭვირვალე და ეთიკურ ბიზნეს საქმიანობაში, რომელსაც:
- წვლილი შეაქვს მდგრად განვითარებაში (საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჩათვლით);
- ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინებს;
- პასუხობს მოქმედ კანონმდებლობას და ქცევის საერთაშორისო ნორმებს;
- ინტეგრირებულია მთელ ორგანიზაციაში და მის საქმიან ურთიერთობებში სხვადასხვა მხარესთან.
პასუხისმგებელი ბიზნესი არის ბიზნესი, რომელიც ჯანსაღი საზოგადოებისა და ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს შექმნას საკუთარი სტრატეგიის საფუძვლად აქცევს, რათა მიაღწიოს გრძელვადიან წარმატებას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აღნიშნავს კომპანიის პასუხისმგებლობას საზოგადოებაზე მოხდენილ ზეგავლენაზე. ეს მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, როგორც განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებში. უფრო კონკრეტულად, CSR მოიცავს კეთილსინდისიერ ბიზნესსაქმიანობას, ადამიანური რესურსების მართვას თანამშრომელთა ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას, გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ზრუნვას, ადგილობრივ საზოგადოებაზე ზრუნვას და გლობალური მოწოდების ჯაჭვების პასუხისმგებლობით მართვას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიების კეთილ ნებას წვლილი შეიტანონ მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და იზრუნონ საკუთარი თანამშრომლების, მათი ოჯახების, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის (თემის) და მთელი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ხარჯავენ კომპანიები საკუთარ მოგებას, არამედ იმას, თუ რა გზებით იღებენ მოგებას. ის ბევრად აღემატება ქველმოქმედებას და კანონმორჩილებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასახავს იმას, თუ როგორ მართავენ კომპანიები საკუთარი საქმიანობის ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ზეგავლენებს, ასევე, საკუთარი ზეგავლენის სფეროში როგორ ურთიერთობენ სხვადასხვა მხარესთან: თანამშრომლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მთავრობასთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან.
კომპანიები წარმოაჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ქმნიან ღირებულებას როგორც საკუთარი თავისათვის, ისე საზოგადოებისათვის სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ გამოწვევებზე პასუხის გაცემით, საერთაშორისოდ აღიარებული CSR პრინციპების შესაბამისად და დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგიის გზით.
განმარტებათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ეფუძნება ერთსა და იმავე ხედვას, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს ბიზნესის წარმართვას სოციალური, გარემოსდაცვითი და ფართო ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია განუყოფელია მდგრადი განვითარების კონცეფციისაგან. კორპორაციული პასუხისმგებლობა ზოგადად გაიაზრება, როგორც ბიზნესის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.
CSR და მდგრადი განვითარება - ორივე მოიცავს სამ სფეროს - ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებს.
ხშირად კომპანიათა კონტექსტში მდგრადობა (sustainability) კორპორაციული პასუხისმგებლობის სინონიმად იხმარება.
გაიგე მეტი:
კორპორაციული პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება
კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით კანონებთან შესაბამისობას და, ამის საფუძველზე, დამატებითი, ნებაყოფლობითი ვალდებულებების აღებას. ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონი არ აწესებს მინიმალურ სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს, პასუხისმგებელმა კომპანიამ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.
“
„არსებული კანონმდებლობისა და სოციალურ პარტნიორთა შორის დადებული კოლექტიური შეთანხმებების პატივისცემა კომპანიის მხრიდან საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის შესრულების წინაპირობაა“.
კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია, და არა დამატებითი აქტივობა, მარკეტინგული ან PR კომუნიკაციის მიზნით. ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას როგორც ბიზნეს სტრატეგიაში, ისე კომპანიის საქმიანობის ყველა კომპონენტში პოლიტიკის, მართვის სისტემების და პროგრამების განხორციელების დონეზე.
“
„იმისათვის, რომ სრულად განახორციელონ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი პროცედურები და მართვის სისტემები სოციალური, გარემოსდაცვითი, ეთიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა მოსაზრებების ინტეგრაციისთვის უშუალო ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიაში, დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით“.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელი გაგებით ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ქველმოქმედება, სპონსორობა და ფილანთროპია (თუმცა, ეს უკანასკნელები გაიაზრება როგორც CSR-ის შემადგენელი კომპონენტები).
“
„დღესდღეობით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შორს გასცდა გასული ეპოქის კორპორაციულ ფილანთროპიას, რომელიც ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობაზე თანხის გაღებას მოიაზრებდა, ფინანსური წლის ბოლოს. სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიის მუდმივ პასუხისმგებლობას გარემოზე, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე და ეფუძნება იმის გაცნობიერებას, რომ კომპანიის იმიჯი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქციის ფასსა და ხარისხზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ურთიერთქმედებს კომპანია თავის თანამშრომლებთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან”.
CSR-ის კონცეფციის ჩამოყალიბება და დანერგვა დასავლეთის განვითარებულ, ინდუსტრიულ ქვეყნებში დაიწყო, თუმცა დღესდღეობით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სულაც არ არის მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნების პრივილეგია. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მზარდია CSR-ის ტენდენციები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის, აგრეთვე, აღმოსავლეთი ევროპის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.
კორპორაციული პასუხისმგებლობა აღარ წარმოადგენს ცალკეულ კომპანიათა მფლობელების პირადი არჩევანის შედეგს, არამედ ბიზნესის წარმართვის საყოველთაოდ აღიარებული ფორმაა. პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობა სულ უფრო მეტად გაიაზრება კომპანიის მდგრადობის და წარმატების წინაპირობად.
შექმნილია ათობით საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც განსაზღვრავს სხვადასხვა სფეროში ბიზნესის პასუხისმგებლობის პრინციპებს და ფორმებს
CSR-ის კონცეფციის ჩამოყალიბება და დანერგვა დასავლეთის განვითარებულ, ინდუსტრიულ ქვეყნებში დაიწყო, თუმცა დღესდღეობით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სულაც არ არის მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნების პრივილეგია. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მზარდია CSR-ის ტენდენციები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის, აგრეთვე, აღმოსავლეთი ევროპის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.
კორპორაციული პასუხისმგებლობა აღარ წარმოადგენს ცალკეულ კომპანიათა მფლობელების პირადი არჩევანის შედეგს, არამედ ბიზნესის წარმართვის საყოველთაოდ აღიარებული ფორმაა. პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობა სულ უფრო მეტად გაიაზრება კომპანიის მდგრადობის და წარმატების წინაპირობად.
81% მოქალაქეებისა გლობალურად დარწმუნებულია, რომ კომპანიებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ გარემოს დაცვაში.
68% საქართველოს ბიზნესმენებისა კომპანიის მნიშვნელოვან ფუნქციად მიიჩნევს, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გარემოს დაცვასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას.
76% მსოფლიოს მოსახლეობისა თვლის, რომ კომპანიათა ხელმძღვანელებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე და არ დაელოდონ საკანონმდებლო ცვლილებებს.
58 მსოფლიოს 58 საფონდო ბირჟა ითხოვს, რომ დარეგისტრირებულმა კომპანიებმა წარმოადგინონ ინფორმაცია სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ.
80% ინვესტორთა 80% საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ფაქტორებთან ერთად სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორაციული მმართველობის (ESG) საკითხებსაც ითვალისწინებს.
3/4 მსოფლიოს მსხვილ და საშუალო კომპანიათა სამი მეოთხედი აქვეყნებს CSR ანგარიშებს.
52-68% საქართველოს მოსახლეობის 68%-ს სურს მეტი იცოდეს თუ რა ზიანს აყენებს კომპანია გარემოს. 52%-ს, ანუ ნახევარზე მეტს აინტერესებს, თუ როგორ ექცევა კომპანია დასაქმებულებს, ხოლო 60%-ს აინტერესებს, თუ რა პროგრამები განახორციელა კომპანიამ საზოგადოების დასახმარებლად.
89% აშშ-ს კომპანიათა ხელმძღვანელებისა თვლის, რომ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობაში საზოგადოებრივ მიზნებს ითვალისწინებენ,
57% კომპანიებისა გლობალურად გეგმავს გაზარდოს დანახარჯები სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.
85% კოვიდ 19-ის კრიზისის შედეგად მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის ტრენდის ზრდა დაჩქარდა მსოფლიოში. ბიზნესმენთა 85% გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
81% მოქალაქეებისა გლობალურად დარწმუნებულია, რომ კომპანიებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ გარემოს დაცვაში. Nielsen’s Global Sustainable Shoppers Report 2018 Sustainable shoppers buy the change they wish to see in the world.
68% საქართველოს ბიზნესმენებისა კომპანიის მნიშვნელოვან ფუნქციად მიიჩნევს, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გარემოს დაცვასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას. "ბიზნესკომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ". სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, თბილისი, 2018
76% მსოფლიოს მოსახლეობისა თვლის, რომ კომპანიათა ხელმძღვანელებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე და არ დაელოდონ საკანონმდებლო ცვლილებებს. Edelman “Trust Barometer”, Global Report 2019
58 მსოფლიოს 58 საფონდო ბირჟა ითხოვს, რომ დარეგისტრირებულმა კომპანიებმა წარმოადგინონ ინფორმაცია სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ. Global Destination Sustainability Index, 2019 whitepaper. Creating better places to live, meet & thrive in
80% ინვესტორთა 80% საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ფაქტორებთან ერთად სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორაციული მმართველობის (ESG) საკითხებსაც ითვალისწინებს. Global Destination Sustainability Index, 2019 whitepaper. Creating better places to live, meet & thrive in
3/4 მსოფლიოს მსხვილ და საშუალო კომპანიათა სამი მეოთხედი აქვეყნებს CSR ანგარიშებს. The Road Ahead: KPMG Survey of corporate responsibility reporting. 2017
52-68% საქართველოს მოსახლეობის 68%-ს სურს მეტი იცოდეს თუ რა ზიანს აყენებს კომპანია გარემოს. 52%-ს, ანუ ნახევარზე მეტს აინტერესებს, თუ როგორ ექცევა კომპანია დასაქმებულებს, ხოლო 60%-ს აინტერესებს, თუ რა პროგრამები განახორციელა კომპანიამ საზოგადოების დასახმარებლად. "საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ". სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, თბილისი, 2018
89% აშშ-ს კომპანიათა ხელმძღვანელებისა თვლის, რომ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობაში საზოგადოებრივ მიზნებს ითვალისწინებენ, 2020 Porter Novelli Executive Purpose Study
57% კომპანიებისა გლობალურად გეგმავს გაზარდოს დანახარჯები სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. HSBC Navigator, Made for the future Report 2019
85% კოვიდ 19-ის კრიზისის შედეგად მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის ტრენდის ზრდა დაჩქარდა მსოფლიოში. ბიზნესმენთა 85% გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. HSBC Navigator, Resilience Report: Building back Better, 2020