აზიის მდგრადი განვითარების ანგარიშგების ჯილდო ორგანიზებულია CSRWorks International-ის მიერ, რომელიც არის სინგაპურში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია.
კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მცირე ამ მსხვილ კომპანიას თუ საჯარო უწყებას, რომელიც აქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშს.
კონკურსის ფარგლებში ჯილდოვდებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც მდგრადი განვითარების მიმართულებით ანგარიშგებისა და კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ.
სხვადასხვა გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ჟიური აფასებს პროექტებს და ავლენს გამარჯვებულებს. ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიტანონ განაცხადი 17 სხვადასხვა კატეგორიაში. მაგალითად: აზიის საუკეთესო მდგრადი განვითარების ანგარიში, საუკეთესო ანგარიში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე (SDG reporting), საუკეთესო ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ; საუკეთესო ანგარიში კლიმატის ცვლილების საკითხებზე; საუკეთესო ანგარიში გარემოს დაცვაზე; საუკეთესო ანგარიში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე; მდგრადი განვითარების ანგარიშის ყველაზე შემოქმედებითი დიზაინი და სხვა.
თითოეულ კატეგორიაში სამი სახის ჯილდო გაიცემა - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს. ამას გარდა, ყოველ წელს ჟიური სპეციალურ ჯილდოს ანიჭებს „წლის საუკეთესო ანგარიშს.“
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიRimi Baltic Sustainability Awards (ბალტიის რეგიონის მდგრადობის კონკურსი) დაფუძნდა 2021 წელს.
ეს არის ჯილდო, რომელიც გამოარჩევს როგორც ბიზნეს კომპანიებს, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებს და ინდივიდებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), რომლებსაც წვლილი შეაქვთ ბალტიის რეგიონის მდგრად და ინოვაციურ განვითარებაში.
კონკურსის მიზანია წარმატებული ისტორიების გაზიარება, ბალტიის მდგრადობის გაძლიერება, სწავლების წახალისება და მთლიანად ეკოსისტემის გაუმჯობესება.
ღონისძიების ორგანიზატორია ინოვაციების მართვის კომპანია Helve.
კონკური მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას:
გამარჯვებულები გამოვლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ. იმისთვის რომ უზურნველყოფილი იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და მკაფიო გადაწყვეტილებები, ორგანიზატორებმა შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავეს ევროპის ერთ-ერთ წამყვან მწვანე ტექნოლოგიების კომპანიასთან, Plan A-სთან ერთად.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მარკეტინგისა და კომუნიკაციების პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კონკურსი Communitas Award. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციასა თუ ინდივიდუალურ პირს, რომელიც საკუთარ დროსა და რესურსებს უთმობს საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი პროექტების განხორციელებას.. კატეგორიები გადანაწილებულია სამ სფეროდ: საზოგადოების სამსახური; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა. აღნიშნული სამი სფერო მოიცავს 24 ქვეკატეგორიას.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიკონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული ბიზნეს მედია Edie, რომელიც მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. კონკურსი პირველად გაიმართა 2007 წელს. მას შემდეგ ყოველწლიურად კონკურსის მასშტაბი იზრდება და პასუხისმგებელ და მდგრად ბიზნესსსაქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს მოიცავს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციასა და კომპანიას.
კონკურსის კატეგროები დაყოფილია ოთხ ჯგუფად:
თითოეული კატეგორია მოიცავს დამატებით ქვეკატეგორიებს.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიამერიკელ მარკეტერთა ასოციაციამ 1987 წელს დააარსა კონკურსი, ხოლო 2008 წელს ედისონის ჯილდო დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად. მისი მიზანია გამოავლინოს ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოების პროცესში, ასევე სერვისის განვითარებისას ნერგავენ ახალ, ინოვაციურ და სრულყოფილ მიდგომებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას.
კონკურსის კატეგორიებია:
გლობალური CSR ჯილდოს ორგანიზატორია ინდოეთის ენერგეტიკისა და გარემოს ფონდი. კონკურსის ფარგლებში ფასდება კომპანიის ეთიკურობა, გამჭვირვალობა, ზრუნვა საზოგადოებასა და გარემოზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელს, როგორიცაა კერძო, უნივერსიტეტები და საჯარო სტრუქტურები.
კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Global Good Communications. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციას, რომელსაც უნდა სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ. კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსი ორგანიზებულია ინდოეთის ორგანიზაციის Institute of Directors (IOD)-ის მეირ და ამჟამად ერთ-ერთ წამყვან გლობალურ კონკურსს წარმოადგენს. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია პასუხისმგებელი მიდგომების და ლიდერობის წახალისება და გაძლიერება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
კონკურსი მოიცავს რამდენიმე კატეგორიას, თუმცა მხოლოდ 3 კატეგორიაა საერთაშორისო კომპანიებისთვის:
კონკურსის ორგანზიატორია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო ორგანიზაცია Ashden. კონკურსის მიზანია მსოფლისოს მასშტაბით წაახალისოს ყველა ის კომპანია, რომელიც ზრუნავს პლანეტაზე და წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კონკურსის კატეგორიები წლიდან წლამდე იცვლება, იმ გამოწვევების მიხედვით, რომელთა წინაშეც დგას იმ წელს მსოფლიო.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ზომის ორგანზიაციასა თუ კომპანიას.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის The Green Organization (NGO) ორგანიზებით ტარდება კონკურსი The International CSR Excellence Award (საერთაშორისო ჯილდო CSR-ში წარჩინებისათვის), რომლის მიზანია გამოავლინოს ისეთი კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან თანამშრომლებს, საზოგადოებას, გარემოსა და მომხმარებლებს განვითარებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმირ ორგანიზაციასა და თუ კომპანიას. კონკურსის 3 კატეგორია: გარემო, თანამშრომლები და საზოგადოება - მოიცავს მრავალ ქვეკატეგორიას.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიმეცნიერებისა და ინფორმაციების ცენტრის informatology-ს ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი The Peer Awards. ეს კონკურსი იმით გამოირჩევა, რომ აქ ჟიურის წევრები არიან თვითონ მონაწილეები და ერთმანეთის პროექტებს აფასებენ. ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა და შეიტანოს განაცხადი.
კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსი ორგანიზებულია PR daily Magzine-ის მიერ და მისი მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს ადამიანები, ორგანიზაციები, კომპანიები, სამოქალაქო თუ აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ. კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსი დააარსა მედია გამოცემა PR News-მა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც კომპანიებს, ისე სამთავრობო სექტორს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. იგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Reuter Events. კონკურსი დაარსდა 2009 წელს და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს მსოფლიოს ისეთ კომპანიებს, რომლებსაც დადებითი ზეგავლენა აქვთ გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე 13 კატეგორიის მიხედვით:
კონკურსის ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია Rushlight events. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სექტორის კომპანიას, ორგანიზაციას, ინდივიდუალურ ინვესტორსა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციას.
კონკურსის კატეგორიები დაყოფილია ხუთ ძირითად ჯგუფად. ესენია: ბუნებრივი რესურსები; გარემო; პასუხისმგებელი პროდუქტები და სერვისები; მდგრადი წარმოება და ენერგომოხმარება.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდიგარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ The Seal წლების წინ გადაწყვიტა წაახალისოს კომპანიები და დააჯილდოვოს მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზომის კომპანიას. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება:
კონკურსის ორგანიზატორია პროფესიონალთა გაერთიანება Packaging Europe. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პრესტიჟული გლობალური ჯილდო მდგრადი შეფუთვის სფეროში. კონკურსის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს და დააჯილდოოს კომპანიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც მდგრად შესაფუთ მასალებს იყენებენ.
კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსის ორგანიზატორია ამერიკული კომპანია BUSINESS INTELLIGENCE GROUP. კონკურსი 2012 წლიდან დღემდე აჯილდოებს ისეთ კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებმაც მდგრადი განვითარების კონცეფცია გახადეს მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი.
კონკურსის კატეგორიებია:
კონკურსის ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია Ethisphere. კონკურსის მიზანია გამოავლინოს მსოფლიოს ყველაზე ეთიკური ორგანიზაციები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი სექტორის ორგანიზაციას, როგორც აშშ-ს, ასევე საერთაშორისო დონეზე.
იხ. ორგანიზაციის ვებგვერდი