პასუხისმგებელი ინვესტირება სწრაფად მზარდი ტრენდია, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება ინვესტორთა ყურადღების საგანი.
პასუხისმგებელი ინვესტირება, იგივე მდგრადი ინვესტირება (Socially responsible investing/sustainable investing) გულისხმობს საინვესტიციო ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური, გარემოსდაცვითი და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებას ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად. ეს არის გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიზანია ერთდროულად მიაღწიოს მდგრად ფინანსურ შედეგებსა და დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენას.
ამ ზოგად კონცეფციას რამდენიმე სხვადასხვა საინვესტიციო მიდგომა ეფუძნება, რომლებიც სხვადასხვა ასპექტზე და სხვადასხვა მიზანზე კონცენტრირდება, როგორებიცაა:
თუმცა ყველაზე ზოგადი, ყოვლისმომცველი მიდგომა „პასუხისმგებელი/მდგრადი ინვესტირებაა“.
როგორც აღნიშნულია „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპების (PRI)“ განმარტებაში, არსებითია იმის გააზრება, რომ სხვადასხვა მიდგომისთვის, (მაგ., მწვანე ინვესტირება ან მისიაზე დაფუძნებული ინვესტირება და ა.შ.) შეიძლება ძირითადი მიზანი მორალური ან ეთიკური ხასიათისა იყოს, ხოლო პასუხისმგებელი ინვესტირება იმ ინვესტორთათვისაც რელევანტური მიდგომაა, ვისთვისაც ძირითადი მიზანი ფინიანსური შედეგებია.
პასუხისმგებელი ინვესტირების იდეა შეიძლება გავიაზროთ, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელება საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ის მძლავრ სტიმულს წარმოადგენს კომპანიათა პასუხისმგებლობის განვითარებისათვის და მათ მიერ საკუთარ საქმიანობაში სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებისათვის, რადგან ამ გზით კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი ხდება პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით მართული დიდი მოცულობის კაპიტალი.
პასუხისმგებელი ინვესტორები არიან როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური ინვესტორები. სოციალურად პასუხისმგებელი ინდივიდუალური ინვესტირება (Retail SRI), გულისხმობს ინდივიდუალურ ინვესტიციებს (მაგ., პერსონალურ პენსიას), რომლებიც კეთდება კონკრეტული პიროვნებების პირადი ეთიკური ფასეულობების მიხედვით. მცირე, ინდივიდუალური ინვესტორებისათვის არსებობს მრავალი ფონდი და ერთიანი ინვესტირების მექანიზმი. სოციალურად პასუხისმგებელი ინსტიტუციური ინვესტირება (Institutional SRI), რომელიც გულისხმობს პასუხისმგებელ ინვესტიციებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ, მაგ., სადაზღვევო კომპანიების, საპენსიო ფონდების, კომერციული ბანკების და ა.შ. პასუხისმგებელ ინსტიტუციურ ინვესტორთა ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია, ვიდრე ინდივიდუალური ინვესტორებისა.
სოციალურად პასუხისმგებელ ინვესტორთა მოტივაცია შეიძლება იყოს როგორც ეთიკური, მორალური მოსაზრებები, ასევე ფინანსური, უმეტესწილად კი ეს მიდგომა აერთიანებს ინვესტორთა ფინანსურ მიზნებსა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ანუ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეთიკურ მიზნებს.
სოციალურად ორიენტირებული ინვესტირების პრაქტიკას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ადრეულ ეტაპზე (მაგ., მე-20 საუკუნის დასაწყისში) ეს მიდგომა, ძირითადად, მხოლოდ მორალური მოსაზრებებით იყო მოტივირებული, როდესაც გარკვეული ინვესტორები თავს არიდებდნენ არაეთიკურ, არამორალულრ ან მათთვის მიუღებელ საქმიანობაში ფულის დაბანდებას (როგორიცაა იარაღით ვაჭრობა, აზარტული თამაშები და ა.შ.).
დღევანდელ მსოფლიოში პასუხისმგებელი ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმული სულ უფრო მეტად ხდება ფინანსური შედეგები და ინვესტიციების ეფექტიანობა.
ფინანსური ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმ უპირატესობას, რაც მოსდევს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის კორპორაციული მმართველობის, სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების (ESG) შეფასებას.
მიიჩნევა, რომ სოციალიური, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება კომპანიის მიერ ხელს უწყობს რისკების ეფექტურ პრევენციას, გაუმჯობესებულ მართვას, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და თანამშრომლებთან კარგ ურთიერთობას, რასაც მოსდევს საქმიანობის გაზრდილი ეფექტურობა და საბოლოოდ უკეთესი ფინანსური მაჩვენებლები და გაზრდილი ამონაგები ინვესტიციაზე.
მრავალი კვლევა, რომელიც ჩატარებულია ოქსოფრდის უნივერსიტეტის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის საფინანსო ინიციატივის (UNEP FI), მდგრადი ინვესტირების მორგან სტენლის ინსტიტუტის (Morgan Stanley Institute for Sustainable Investing) და სხვა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანიზაციების მიერ, წარმოაჩენს, რომ ისეთ კომპანიებში ინვესტირება, რომელთაც კარგად განვითარებული კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკა და პროგრამები აქვთ, მომგებიანია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ESG ფაქტორების ინტეგრირება საქმიანობაში პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.
2015 და 2018 წლებში Deutsche Asset & Wealth Management Investment-ისა და ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და სოციალური მეცნიერებათა სკოლის მკვლევარებმა ჩაატარეს ორი ერთობლივი კვლევა, სადაც შესწავლილია 1970-2015 წლებში ინვესტორებისა და აკადემიური ინსტიტუტების მიერ შექმნილი 2200-მდე ემპირიული გამოკვლევა ESG საკითხებისა და ფინანსური მაჩვენებლების ურთიერთკავშირზე. ორივე ნაშრომი ძალიან საინტერესო მიგნებებს წამორაჩენს: გაანალიზებული 2000-ზე მეტი კვლევის დიდი უმრავლესობა ESG სტანდარტებისა და კორპორაციულ ფინანსურ შედეგებს შორის პიზიტიურ კორელაციაზე მიუთითებს და ეს კორელაცია დროის ხანგრძლივ პერიოდში ნარჩუნდება.
კანადის პასუხისმგებელი ინვესტიციების ასოციაცია RIA Canada ასე აყალიბებს პასუხისმგებელი ინვესტირების ძირითად შედეგებს (იხ. https://www.riacanada.ca/responsible-investment/) :
პასუხისმგებელი ინვესტირება რისკების მენეჯმენტს აუმჯობესებს;
პასუხისმგეგელი ინვესტირება გრძელვადიან ფინანსურ შედეგებს უზრუნველყოფს;
პასუხისმგებელ ინვესტირებას წვლილი შეაქვს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებში.
თემატური ინვესტირება / მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ინვესტირება
სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების ერთ-ერთი სტრატეგიაა, გულისხმობს იმ პროგრამების თუ კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც მდგრადი განვითარების კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება, კონკრეტული სოციალური და გარესმოდაცვით პრობლემათა მოგვარებას ისახავს მიზნად, როგორიცაა, მაგალითად:
არსებობს პასუხისმგებელი ინვესტირების სტრატეგიათა ფართო სპექტრი, რომელთაც ინვესტორები მიმართავენ საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად (ფინანსურ ანალიზთან ერთად). ამ მრავალფეროვან სტრატეგიათა კლასიფიცირება სამი ზოგადი მიდგომის მიხედვით შეიძლება - გაცხრილვა, ანუ მორალური თვალსაზრისით მიუღებელი სექტორების გამორიცხვა, რომელთა სამქიანობა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანებზე (იარაღის ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი, თამბაქოს ინდუსტრია და ა.შ.); ცალკეულ კომპანიათა შეფასება და მათი საქმიანობის ანალიზი სოციალური, გარემოსდაცვითი, ეთიკური და კარგი მმართველობის კრიტერიუმების მიხედვით; და კომპანიათა ქცევაზე ზეგავლენის მოხდენა და მათი საქმიანობის სოციალური და გარესმოდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება მათთან დიალოგის გზით.
ამ სამი მიდგომის ფარგლებში რამდენიმე სხვადასვხა საინვესტიციო სტრატეგია თავსდება, რომლებიც სხვადასხვა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს.
პასუხისმგებელი ინვესტირების სტრატეგიათა კატეგორიზაციას სხვადასხვა ორგანიზაცია მეტ-ნაკლებად განსხვავებულად ახდენს, თუმცა ამ სფეროს წამყვანი ინციატივების (როგორებიცაა GSIA, Eurosif, USsif, RIACanada, RIAA, VBDO, PRI და სხვა) უმრავლესობა პასუხისმგებელი ინვესტირების შვიდ ძირითად სტრატეგიას გამოყოფს:
თემატური ინვესტირება / მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ინვესტირება
კატეგორიაში საუკეთესოთა შერჩევა / პოზიტიური გაცხრილვა
საინვესტიციო პორტფელიდან გამორიცხვა / ნეგატიური გაცხრილვა
სტანდარტებზე დაფუძნებული შერჩევა / შეფასება და გაცხრილვა სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით
სოციალური, გარემოსდაცვითი და კარგი მმართველობის (ESG) საკითხების ინტეგრირება საინვესტიციო ანალიზში
აქტიური მფლობელობა / კორპორაციული ჩართულობა და მეწილეთა აქტივიზმი
ზეგავლენაზე მიმართული ინვესტირება
პასუხისმგებელი ინვესტირების ზემოხსენებული სტრატეგიები რეალურად იშვიათად გვხვდება განცალკევებულად, ასე ვთქვათ „სუფთა სახით“. ინვესტორები, მეტწილად, რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგიის კომბინირებას ახდენენ საინვესტიციო პორტფელის შედგენისას (ფუნდამენტურ ფინანსურ ანალიზთან ერთად). ამ მიდგომას „სტრატეგიათა აგრეგაციას“ უწოდებენ (aggregation).
სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება ნელ-ნელა გლობალური მასშტაბის მოვლენად ყალიბდება და SRI პრინციპების მიხედვით დაბანდებული თანხების რაოდენობა სტაბილურად იზრდება მთელ მსოფლიოში. განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების გარდა, სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება ბოლო დროს სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება განვითარებად ქვეყნებშიც: ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში.
კაპიტალის ასეთი დიდი მოცულობის არსებობა, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით იმართება, სტიმულს აძლევს კომპანიებს, შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა, რათა დააინტერესონ და მოიზიდონ ეს ინვესტორები.
34% ზრდა 2016-2018 წლებში
გლობალურად პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით მართული აქტივების მოცულობა 2018 წლის დასაწყისისათვის 30.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2016 წელთან შედარებით.
Global Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018.
34% ზრდა 2016-2018 წლებში
გლობალურად პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით მართული აქტივების მოცულობა 2018 წლის დასაწყისისათვის 30.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2016 წელთან შედარებით.
Global Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018.
პროფესიულ მართვაში არსებული აქტივების 49%
ევროკავშირში პასუხისმგებელი ინვესტირების ყველაზე დიდი ბაზარია, ევროპაში SRI-ს პრინციპებით მართული კაპიტალი 2, 665 ტრილიონ ევროს უტოლდებოდა 2007 წლისთვის, ხოლო 2018 წლისთვის ეს კაპიტალი 12.3 ტრილიონ ევრომდე გაიზარდა ($14. 1 ტრილიონი), რაც პროფესიულ მართვაში არსებული აქტივების 49%-ს შეადგენდა.
Global Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018
პროფესიულ მართვაში არსებული აქტივების 1/4
პასუხისმგებელი/მდგრადი ინვესტირების მოცულობით ევროკავშირის შემდეგ მეორე ადგილზეა აშშ 12 ტრილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალით, რომელიც პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით იმართება (რაც პროფესიულად მართული აქტივების მეოთხედს წარმოადგენს 2018 წლის მონაცემებით) - ეს მაჩვენებელი 38%-ით გაზრდილია 2016 წელთან შედარებით.
Report on US Sustainable, Responsible and Impact Investing Trends, USsif 2018.
კანადის საინვესტიციო კაპიტალის 50.6%
კანადაში მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების მოცულობა სტაბილურად იზრდება. 2018 წელს კანადაში პასუხისმგებელი ინვესტირების პრიცნიპებით მართული კაპიტალის მოცულობა $2.13 ტრილიონს შეადგენდა, რაც კანადის საინვესტიციო კაპიტალის 50.6%. ეს მაჩვენებელი 41.6%-ით გაზრდილია 2016 წელთან შედარებით.
იაპონიაში პასუხისმგებელი ინვესტიციების მოცულობა 2016-2018 წლებში გაოთხმაგდა და ქვეყნის მთლიანი საინვესტიციო კაპიტალის 3%-დან 18%-მდე გაიზარდა. შედეგად იაპონია, ევროპისა და აშშ-ს შემდეგ, პასუხისმგებელი ინვესტირების უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს.
Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018
ავსტრალია - ახალი ზელანდიის რეგიონში ყველაზე მაღალია პასუხისმგებელი ინვესტორების წილი პროფესიულად მართული აქტივების ჯამურ მოცულობასთან შედარებით - 63%.
Sustainable Investment Alliance (GSIA), Global Sustainable Investment Review 2018
საფინანსო ინსტიტუტები აცნობიერებენ ერთიანი, საყოველთაოდ შეთანხმებული პრინციპებისა და საინვესტიციო კრიტერიუმების საჭიროებას პასუხისმგებელი ინვესტორებისათვის. ამ საჭიროების საპასუხოდ, შემუშავებულია მრავალი საერთაშორისო თუ რეგიონული სტანდარტი, ანუ პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს ერთიან სისტემას სთავაზობს პასუხისმგებელი ინვესტიციების განსახორციელებლად. ასეთებია, მაგ.: გაეროს „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“; საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები; ეკვატორის პრინციპები; სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების გამჭვირვალობის ევროპული კოდექსი და სხვა.
სოციალური ინდექსები/მდგრადობის ინდექსები (social/sustainability indices) და ESG რეიტინგები კომპანიების რანჟირებას ახდენს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორატიული მართვის კრიტერიუმებს (ESG) - როგორებიცაა, მაგალითად: კომპანიის პასუხისმგებლობა თანამშრომელთა მიმართ, ადამიანის უფლებებისა და შრომის სტანდარტების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება, ეთიკური ქცევა, ანტიკორუფციული პოლიტიკა, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, გარემოს დაცვა, სოციალური ზეგავლენა და ა.შ.
ინდექსების მიზანია დააკმაყოფილოს ინვესტორთა მზარდი ინტერესი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, ამგვარი ინდექსები მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ინვესტორთათვის კომპანიათა შესაფასებლად და პასუხისმგებელი/მდგრადი ინვესტიციების განსახორციელებლად.
საერთაშორისოდ აღიარებული ინდექსებს წარმოადგენს: Dow Jones Sustainability Index /DJSI; FTSE4Good; MSCI KLD 400 Social Index; The Ethibel Sustainability Indices (ESI) და სხვა. იხ. სოციალური და მდგრადობის ინდექსები
გლობალურად არსებობს პასუხისმგებელი ინვესტირების ხელშემწყობი მრავალი ორგანიზაცია - მდგრადი ინვესტირების ფორუმები (Sustainable Investment Forums/SIFs), რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტირების პრაქტიკის დამკვიდრებას ფინანსურ ბაზრებზე. მათგან უმსხვილესები არიან:
პასუხისმგებელი და მდგრადი ინვესტირების ამ შვიდ უმსხვილეს ფორუმს აგრეთვე დაფუძნებული აქვთ მდგრადი ინვესტიციების გლობალური ალიანსი (Global Sustainable Investment Alliance /GSIA), რომელიც გლობალურად მუშაობს პასუხისმგებელი ინვესტიციის პრაქტიკის ხელშეწყობაზე.
პასუხისმგებელი ინვესტირების სფეროში მნიშვნელოვან ინიციატივას აგრეთვე წარმოადგენს - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის საფინანსო ინიციატივა (The UN’s Environment Programme Finance Initiative (UNEP FI) ), რომელიც დაფუძნებულია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და გლობალური საფინანსო სექტორის პარტნიორობით, რათა ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში მდგრადი და პასუხისმგებელი მიდგომების, გარემოსდაცვითი სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.