CSR კონკურსები და ღონისძიებები
საქართველოში

icon

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წელს დაფუძნდა. ეს არის ეროვნული მასშტაბის ყოველწლიური კონკურსი, რომლის მიზანია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია, აგრეთვე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები.

კონკურსი მოიცავს ათზე მეტ კატეგორიას, რომლებიც  კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს ფარავს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერი ზომის კომპანიებს.

კონკურსის ორგანიზატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

icon
icon

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო: ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2018 წლიდან ატარებს ყოველწლიურ კონკურსს „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“. 

ჯილდო მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას. კონკურსის კატეგორიები გაეროს მდგრადი განვითარების 6 მიზნიდან გამომდინარეობს.

icon
icon

CSR ფორუმი - ბიზნესის ანგარიშები მედიას

CSR ფორუმი ორგანიზებულია გაზეთის The FINANCIAL Georgia-ს მიერ. ღონისძიება 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიებაზე კომპანიები მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ  ანგარიშს საკუთარი CSR პროექტების შესახებ.

კომპანიების ლიდერებმა პასუხი უნდა გასცენ მთავარ შეკითხვას: რა სარგებელს უქმნიან ისინი სოციუმს, რომელშიც მუშაობენ. პრეზენტაციების მიზანია ბიზნესში  სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, ასევე ცნობადობის ამაღლება  მედიასა  და მთლიანად საზოგადოებაში ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ.

icon
icon

ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

კონკურსი 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და აღნიშნული  გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას.

კონკურსის ორგანიზატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG).

icon