საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) სამოქალაქო ორგანიზაციაა. ჩვენი მისიაა, საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა
დაფუძნებულია 1995 წელს
სათაო ოფისი თბილისში და რეგიონული ოფისი თელავში
ჩვენი საქმიანობის არეალი მოიცავს მთელ საქართველოს. ვსაქმიანობთ როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ (სოფელი, რაიონი) დონეზე
ამჟამად CSRDG -ში მუშაობს 35 ადამიანი
1995 წელს, ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ფორმით არის შესაძლებელი მოსახლეობისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა. ამ იდეით, 1995 წლის ივლისში, დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG)
ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.
მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, დავიმკვიდრეთ ძლიერი კვლევითი, ექსპერტული ორგანიზაციის, სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა 2004 წლიდან. ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დავიწყეთ საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობის შესახებ
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ 2004 წლიდან ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას. ადგილობრივ ორგანიზაციათაგან CSRDG ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში ამ სფეროში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო ორგანიზაციად ჩამოვყალიბდით.
პროგრამის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობის განვითარება.
ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა სექტორთან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩვენი სტრატეგია გულისხმობს ერთი მხრივ, ბიზნეს კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, მათთვის ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდების, ცნობიერების ამაღლების და პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის სტიმულირების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა სექტორთან მუშაობას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით.
შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში ჩვენი მუშაობა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირდება:
ჩვენ ვმუშაობთ ყველა ზომის და ყველა სექტორის ბიზნეს კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ დანერგონ საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სტანდარტები
ჩვენ ვმუშაობთ მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რათა ხელი შევუწყოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხების უფრო აქტიურ და კვალიფიციურ გაშუქებას
ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბებას
ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიზნით
ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რათა საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს გაცნობიერებული და ლეგიტიმური მოთხოვნა ბიზნესის პასუხისმგებელ ქცევაზე
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდებთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ მომავალ თაობებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების კონცეფციების სწორ აღქმას.
2018 წელს დავაფუძნეთ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა პასუხისმგებელი ბიზნესის სფეროში
2018 წელს დავაფუძნეთ CSR მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
ჩავატარეთ რამდენიმე სტუდენტური კონკურსი პასუხისმგებელი ბიზნესის თემაზე
CSRDG რეგულარულად ატარებს საგანმანათლებლო-სასწავლო ღონისძიებებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე; ორგანიზებული და ჩატარებული აქვს, წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მრავალი ტრენინგი, სემინარი, საზაფხულო სკოლა და საჯარო ლექცია CSR-ზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის - კომპანიებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
CSR-ის თემაზე დიალოგის ხელშეწყობის მიზნით CSRDG-ს ჩატარებული აქვს დაინტერესებულ მხარეთა არაერთი მასშტაბური ფორუმი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: CSR და სახელმწიფო პოლიტიკა, მდგრადი განვითარების ანგარიშგება, სექტორთაშორისი თანამშრომლობა, CSR და შრომითი სტანდარტები, გარემოს დაცვა და ა. შ.
საზოგადოებისათვის ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით შექმნილი გვაქვს რამდენიმე ვებ-პლატფორმა:
საზოგადოებაში CSR-ის პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული გვაქვს არაერთი საკომუნიკაციო კამპანია
2011 წელს CSRDG-მ ოთხ ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტებში CSR-ის სწავლების ხელშეწყობის თაობაზე
CSRDG-მ მოამზადა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს უნივერსიტეტებისა და სასწავლო დაწესებულებებისათვის (2011 წ.)
2011 წელს CSRDG-ის ექსპერტმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის შეიმუშავა სალექციო კურსი/სილაბუსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“, რომელიც დღემდე იკითხება კავკასიის უნივერსიტეტში
CSRDG-ის ექსპერტები რეგულარულად ატარებენ საჯარო ლექციებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე თბილისისა და რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.
საქართველოში CSR -ის ხელშემწყობ სახელმწიფო პოლიტიკაზე მსჯელობას საფუძველი დავუდეთ 2011-2012 წლებში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა და ექსპერტთა სამუშაო შეხვედრების სერიით
2012 წელს CSRDG-მ მოამზადა ვრცელი ანალიტიკური კვლევა ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ და შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე
CSRDG-ს ჩატარებული აქვს დაინტერესებულ მხარეთა რამდენიმე ფორუმი და მასტერკლასი CSR-ის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის თემაზე (2012-2019 წლებში)
CSRDG იყო პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც 2009 წელს გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების ანგარიში GRI საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით
CSRDG-მ მოამზადა და გამოაქვეყნა 2008 წელს GRI ანგარიშგების სახელმძღვანელო მითითებების (G3) ქართული ვერსია
CSRDG-მ არაერთი ღონისძიება - ტრენინგი, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი და სემინარი ჩაატარა მდგრადი განვითარების ანგარიშგების თემაზე, GRI-ის ექსპერტებთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით
CSRDG საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს კომპანიებს GRI ფორმატით მდგრადი განვითარების ანგარიშის მოსამზადებლად.
2015 წელს CSRDG-ის ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს წამყვან კომპანიათა Pro Bono ქსელი, რომლის საქმიანობასაც კოორდინირებას უწევს CSRDG
2015 წლიდან CSRDG ახორციელებს პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას და აკავშირებს ერთმანეთთან პასუხისმგებელ კომპანიებსა და ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებს პრო ბონო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის
2015 წლიდან CSRDG-ს მედიაციით განხორციელებული პრო ბონო პროგრამებით სამოქალაქო ორგანიზაციების 200-მდე პრობლემა გადაიჭრა
CSRDG-ის ექსპერტთა გუნდი მრავალფეროვან საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს ბიზნეს კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა საკითხზე (CSR ანგარიშის მომზადება, CSR სტრატეგიის შედგენა და სხვა.