ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

CSRDG 15 წელზე მეტია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში. ჩვენ საექსპერტო დახმარებას ვუწევთ კომპანიებს, რათა მათ საკუთარი ხედვა და მიზნები რეალობად აქციონ და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობისგან

ჩვენი ექსპერტიზა თქვენი წარმატებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ტრენინგებსა და საკონსულტაციო მომსახურებას 1998 წლიდან სთავაზობს როგორც საზოგადოებრივ, ისე საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციების. CSRDG ახორციელებს ორგანიზაციული საჭიროებების შეფასებას, ატარებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, სამუშაო შეხვედრების ფასილიტაციას. 2005 წლიდან CSRDG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კლიენტები და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ექსპერტების ფართო ქსელთან.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საინტერესო და უწყვეტი მოგზაურობაა წარმატებისაკენ. ჩვენ  ექსპერტულ მხარდაჭერას გთავაზობთ ამ გზაზე. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ხედვა და მიზნები რეალობად აქციოთ და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობისგან.

ჩვენი მიდგომა

  • ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ და თქვენს ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
  • ჩვენ ვუსადაგებთ სერვისებს თქვენს საჭიროებებს
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ჩართულობას პროცესის ყველა ეტაპზე
  • ჩვენ გაძლიერებთ, რომ თავად წარმართოთ პროცესი
  • ჩვენ გიმარტივებთ საქმიანობას

ჩვენი მიდგომა

  • ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ და თქვენს ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
  • ჩვენ ვუსადაგებთ სერვისებს თქვენს საჭიროებებს
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ჩართულობას პროცესის ყველა ეტაპზე
  • ჩვენ გაძლიერებთ, რომ თავად წარმართოთ პროცესი
  • ჩვენ გიმარტივებთ საქმიანობას

ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

icon
ტრენინგები და სემინარები
icon
საკონსულტაციო სერვისები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში
icon
პრო ბონო სერვისების მედიაცია და პრო ბონო პროგრამის აწყობა კომპანიაში

ტრენინგები და სემინარები

ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, რომლებიც განკუთვნილია მსხვილი და მცირე კომპანიებისთვის, მედიის წარმომადგენლებისათვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, სტუდენტებისათვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა შერეული ჯგუფებისთვის. ჩვენი ტრენინგები არის დინამიური, ინტერაქტიური, რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული და პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული.

ტრენინგის შინაარსის, ხანგრძლივობის და კონკრეტული მიზნების ადაპტირება ხდება დამკვეთ ორგანიზაციასთან კონსულტაციების საფუძველზე, რათა პროგრამამ ოპტიმალური შედეგები მოგიტანოთ და უპასუხოს თქვენს მოლოდინებს.

ტრენინგების მეთოდოლოგია

CSRDG-ის ტრენინგები აგებულია გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი პროგრამები ინტერაქტიულია და უზრუნველყოფს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

ჩვენი ტრენერები იყენებენ მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს, როგორიცაა: მინი ლექციები, თემატური სავარჯიშოები, ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები, ვიდეო რგოლების ჩვენება, დისკუსიები, როლური თამაშები, საბარათე მეთოდი, მინი პრეზენტაციები და სხვ. რათა ცოდნის გადაცემის პროცესი შედეგიანი და სახალისო იყოს.

CSRDG გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-პროგრამებს

CSR ტრენინგი
CSR და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)
CSR და მედიის როლი
CSR და სექტორთა შორის თანამშრომლობა
პრო ბონო: საინფორმაციო სემინარი
საინფორმაციო სემინარი: კორპორაციული პასუხისმგებლობის სახელმწიფოებრივი განზომილება - საჯარო სექტორის როლი და ხელშეწყობის ინსტრუმენტები
CSR ჩემპიონები - კომპანიის თანამშრომელთა ტრენინგი
CSR ანგარიშის მომზადება და კომუნიკაცია CSR პროგრამების შესახებ

საკონსულტაციო სერვისები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში

ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ ნებისმიერი ზომის და სექტორის კომპანიებს, რომელთაც სურთ განავითარონ ბიზნესი და მიაღწიონ წარმატებას სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შემოგთავაზებთ ქმედით და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ჩვენ დაგეხმარებით განსაზღვროთ, რა მიმართულებით  განავითაროთ თქვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა, დასახოთ გრძელვადიანი მიზნები და გამოკვეთოთ სტრატეგიული მიმართულებები, შეაფასოთ რისკები და გამოავლინოთ შესაძლებლობები, შეიმუშაოთ ქმედითი CSR პოლიტიკა და განახორციელოთ იგი.

მეთოდოლოგიური მიდგომა

ჩვენი ძირითადი მეთოდოლოგიური მიდგომაა თანამონაწილეობითი პროცესის ფასილიტაცია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიენტის აქტიურ ჩართულობას და ლიდერობას საკონსულტაციო პროცესის ყველა ეტაპზე და დაეხმაროს კლიენტს იმ უნარების ჩამოყალიბებაში, რომლებიც პროცესის უწყვეტობას და შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების დასრულების შემდეგაც.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გამოყენებული ძირითადი მეთოდები მოიცავს: ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, ინტერვიუებს, დოკუმენტების ანალიზს, რეკომენდაციებისა და უკუკავშირის მიწოდებას.

ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგ საკითხებზე

მდგრადი განვითარების ანგარიშის/CSR ანგარიშის მომზადება GRI ფორმატის მიხედვით
CSR-ის და კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის შემუშავება
კომპანიის საქმიანობის ანალიზი CSR/ESG ჭრილში
დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა და კომუნიკაცია
არსებითობის და ზეგავლენის ანალიზი

პრო ბონო მედიაცია

პრო ბონო სერვისების მედიაცია და პრო ბონო პროგრამის აწყობა კომპანიაში