ორგანიზაციის „დაინტერესებული მხარეები“ არიან ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პირიქით, თვითონ ორგანიზაცია ახდენს მათზე მნიშვნელოვან ზეგავლენას საკუთარი საქმიანობით, სერვისებითა და პროდუქციით. თითოეული ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაინტერესებული მხარეები განსხვავებულია.
დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი და მათი ჩართულობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ის ეხმარება კომპანიას უკეთ მოახდინოს რისკების პრევენცია და გამოავლინოს ახალი შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს იმიჯი და მოიპოვოს ნდობა.
დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის წარმართვა წარმატებული CSR სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების წინაპირობაა. ის მოითხოვება აგრეთვე მრავალი საერთაშორისო CSR სტანდარტითა და მდგრადობის ინდექსით, ასევე მდგრადი განვითარების ანგარიშის მოსამზადებლად.
დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სტრატეგიული პროცესია, რომელიც მოიცავს დაინტერესებულ მხარეთა ანალიზს, მაღალი ზეგავლენის მქონე დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენას, სამიზნე ჯგუფების შერჩევას, სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციის შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრას, კომუნიკაციის გეგმის შედგენას, დიალოგის წარმართვას, მიღებული ინფორმაციის ანალიზს, და ბოლოს, უკუკავშირის მიწოდებას.
ჩვენი საკონსულტაციო სერვისი მოიცავს მთელი პროცესის ფასილიტაციას და მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფას. პროექტის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბის კომუნიკაციის წარმართვა, რამდენი დროისა და რესურსების ინვესტირება სურს კომპანიას ამ პროცესში.
ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს თანამონაწილეობითი მეთოდოლოგიების გამოყენებაში. ჩვენ დაგეხმარებით პროცესი წარმართოთ ისე, რომ მან უპასუხოს თქვენი კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს, მიპოვოთ იმ ჯგუფების და მხარეების ნდობა, ვინც ზეგავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.