საქართველოს მთავრობა არ ახორციელებს ერთიან კონსოლიდირებულ სტრატეგიას კორპორაციული პასუხისმგებლობის მხარდაჭერის და ხელშეწყობის მიზნით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს CSR-ის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა ან სამთავრობო უწყება, რომელიც ამ საკითხების მაკოორდინირებელ ფუნქციას შეასრულებდა. თუმცა, ცალკეული სახელისუფლებო ინიციატივები და პროგრამები პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება და ხელს უწყობს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის დანერგვას და განვითარებას. ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ინიციატივების მოკლე მიმოხილვა.