საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეიცავს რამდენიმე ნორმას, რომლებიც აწესებენ შეღავათსა და წამახალისებელ მექანიზმებს საწარმოების საქველმოქმედო საქმიანობაზე. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მუხლი 983 და მუხლი 117 განსაზღვრავს სამეწარმეო სუბიექტებისათვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს საქველმოქმედო საქმიანობაზე - ფულადი შემოწირულობის, საქონლის ან მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემაზე, თუმცა აღნიშნული შეღავათებით საწარმომ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლოს, თუ საქველმოქმედო დახმარების მიმღებია საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაცია (საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ იხ. "ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ”)