კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი ხასიათის მიუხედავად, მისი ხელშეწყობისა და განვითარებისათვის მთავრობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საყოველთაოდ არის აღიარებული. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მრავალი განვითარებული ევროპული ქვეყნის მთავრობებმა შეიმუშავეს სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა CSR-ის ხელშესაწყობად; სხვადასხვა სამთავრობო უწყებები, სპეციალური სამთავრობო კომიტეტები და სხვა ინსტიტუციური სტრუქტურები შეიქმნა CSR-ის საკითხების მართვისა და კოორდინირებისათვის ეროვნულ დონზე. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებშიც სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხებს საჯარო პოლიტიკის დონეზე. პოლიტიკის მრავალი სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს CSR-ის სტიმულირებისა და მხარდაჭერისათვის ხელისუფლების მხრიდან, რაც მკაცრი რეგულირების ალტერნატივას წარმოადგენს.
საქართველოსათვისაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება მრავალი დადებითი შედეგის მომტანია და დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ეროვნული პოლიტიკის ამოცანების შესრულებაში.
სემინარი განკუთვნილია სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის (ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებისათვის).
სემინარის პროგრამა მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.