კომპლექსური ტრენინგ-პროგრამა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. პროგრამა მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს მიიღონ მრავალმხრივი ინფორმაცია და გადადგან პირველი ნაბიჯები კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, ასევე მეტად ჩაუღრმავდნენ CSR-ის საკითხებს და განავითარონ კომპანიის არსებული CSR პროგრამები და პოლიტიკა, შეარჩიონ სწორი მიმართულებები, გაზომონ მიღწეული შედეგები და ეფექტურად მოახდინონ CSR საქმიანობათა კომუნიკაცია.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას, ასევე საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ გარემოს და ქართულ კომპანიათა გამოცდილებას ამ სფეროში.
ტრენინგ-კურსი გაჯერებულია სავარჯიშოებით, ჯგუფური დავალებებით, დისკუსიებით, ინტერაქციებით და საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიათა CSR პროგრამების მაგალითებით.
ტრენინგ-კურსის შინაარსი და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.