პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდსად ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.
პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.
კომპანიებისთვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა. დღევანდელ მსოფლიოში პრო ბონო სერვისები სწრაფად მზარდი ტრენდია. მას მრავალფეროვანი დადებითი შედეგები მოაქვს როგორც სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისათვის, ისე ბენეფიციარი ორგანიზაციებისათვის.
სემინარის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, ქართული კომპანიების პრო ბონო პროექტებს და საერთაშორისო გამოცდილებას.
სემინარი განკუთვნილია პრო ბონო სერვისებით დაინტერესებული ბიზნეს კომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.