კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპლექსური ცნებაა, რომელიც მოიცავს მრავალ კომპონენტსა და მიმართულებას, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და თანამშრომლებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, საზოგადოების მხარდაჭერა და ადგილობრივი თემის გაძლიერება, მომხმარებლებთან და მიმწოდებლებთან პასუხისმგებელი ურთიერთობა და სხვა. ხშირად რთულია ყველაზე შესაფერისი მიმართულების შერჩევა და კონკრეტული პროექტების დაგეგმვა, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც პროექტის ბენეფიციარს, ისე თავად კომპანიას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროექტების სწორად დაგეგმვა გადამწყვეტია მათი მაქსიმალური ეფექტიანობისა და კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობისთვის. სათანადოდ დაგეგმილი ინიციატივები ხელს უწყობს რეალური სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებლის შექმნას, ამავდროულად, აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობებს და გრძელვადიან მდგრადობას.
აღნიშნული საკონსულტაციო სერვისის მიზანია დაეხმაროს კომპანიას განსაზღვროს CSR პროექტების სფეროები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება როგორც სამიზნე ჯგუფის/საზოგადოების საჭიროებებთან, ისე კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებთან.
ჩვენ დაგეხმარებით დასახოთ ეფექტური სტრატეგია პროექტის განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შედეგების მდგრადობას; გამოავლინოთ შესაძლო პარტნიორები; დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები და უზრუნველყოთ პროექტის განხორციელებაში თანამშრომელთა ჩართულობა.
საკონსულტაციო პროცესი ეფუძნება თანამონაწილეობით მიდგომას, რაც უზრუნველყოფს კომპანიის საჭიროებებსა და სპეციფიკაზე მაქსიმალურად მორგებულ შედეგს.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.