ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

CSR და მედიის როლი

ტრენინგი: CSR და მედიის როლი

თანამედროვე სამყაროში კერძო სექტორის როლი და ზეგავლენა  უმნიშვნელოვანესია. ყოველი კომპანია საკუთარი საქმიანობით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ სისტემებზე, ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე, საკუთარი თანამშრომლების, მომხმარებლების, მომწოდებლების თუ ადგილობრივი თემის ცხოვრებაზე.  პასუხისმგებელი კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესები საკუთარ საქმიანობაში, მინიმუმამდე დაიყვანონ საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენა და წვლილი შეიტანონ განვითარებაში. იმავდროულად, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიის საქმიანობის ზეგავლენა შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.

საზოგადოებაში ბიზნესის როლისა და პასუხისმგებლობის საკითხებს სერიოზული და კვალიფიციური გაშუქება და ანალიზი სჭირდება. პასუხისმგებელი ბიზნესის წახალისება და სტიმულირება, ისევე როგორც უპასუხისმგებლო ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

შესაბამისად, მედიის როლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მედია, ზოგადად, გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. კორპორაციულის პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხების კვალიფიციური და სათანადო გაშუქების გზით მედიას ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში  შეაქვს წვლილი. დასავლეთის ქვეყნებში მედია CSR-ის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ მასტიმულირებელ ფაქტორად მიიჩნევა. საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები მედიაში ჯერჯერობით არასაკმარისად შუქდება.

ტრენინგის მიზანია საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ჟურნალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული ცოდნა საკითხების შესახებ:

  • როგორია კომპანიების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე
  • როგორ შეიცვალა საზოგადოების ცნობიერება და როგორ აისახება ეს კომპანიათა საქმიანობაზე თუ მათ კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან
  • რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება
  • რა მიმართებაა კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და ქველმოქმედებას შორის
  • რა კომპონენტებს და საკითხებს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • რა სარგებელი მოაქვს კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობას კომპანიებისათვის და ქვეყნისათვის
  • როგორია კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ფორმები და მოდელები
  • რატომ არის მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანი და როგორია მისი როლი?
  • როგორ შეუძლია მედიას კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობის გაშუქება და სტიმულირება საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბების გზით

 ტრენინგ-კურსი გაჯერებულია სავარჯიშოებით, ჯგუფური დავალებებით, დისკუსიებით, ინტერაქციებით და საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიათა CSR პროგრამების მაგალითებით.

ტრენინგი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, მედია პროდიუსერებისა  და მედია კომპანიათა წარმომადგენლებისათვის.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.