ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

პრო ბონო სერვისების მედიაცია და პრო ბონო პროგრამის აწყობა კომპანიაში

პრო ბონო სერვისების მედიაცია და პრო ბონო პროგრამის აწყობა კომპანიაში

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"(CSRDG) 2015 წლიდან ახორციელებს პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას. ჩვენ ვიკვლევთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების საჭიროებებს, ვაკავშირებთ მათ კომპანიებთან, რომელთაც სურთ გასწიონ პრო ბონო მომსახურება და ფასილიტაციას ვუწევთ პრო ბონო მომსახურების მთელ ციკლს: საჭიროების დაკონკრეტებით და საკონსულტაციო პროცესის ამოცანების განსაზღვრით დაწყებული, საბოლოო შედეგების მიღწევამდე; ასევე კომპანიას ვაწვდით  ბენეფიციარი ორგანიზაციის უკუკავშირს საკონსულტაციო პროცესის შესახებ და ვავრცელებთ ინფორმაციას ჩვენთვის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" 2016 წლიდან არის გლობალური პრო ბონო ქსელის წევრი და საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა პრო ბონო მედიაციის პროცესში.

თუ გსურთ პრო ბონო სერვისები  კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილად აქციოთ,  გაუწიოთ  პრო ბონო დახმარება სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც სოციალურ თუ გარემოსდაცვით მიზნებს ემსახურება,  და ამ გზით ხელი შეუწყოთ ქვეყანაში საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, თუ გსურთ ერთჯერადი პრო ბონო პროექტის განხორციელება ან კომპანიაში სტრუქტურირებული პრო ბონო პროგრამის აწყობა, დაგვიკავშირდით და ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენთვის შესაფერისი ფორმატის, მოდელის და ბენეფიციარი ორგანიზაციის შერჩევაში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.