არსებითობა (materiality) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მდგრადობის კონტექსტში. კომპანიისათვის არსებითია საკითხები, რომლებიც ასახავს ორგანიზაციის მნიშვნელოვან (არსებით) ზეგავლენას ეკონომიკურ სისტემებზე, ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებზე, მათ შეფასებებსა და გადაწყვეტილებებზე.
არსებითობის ანალიზი აუცილებელი წინაპირობაა კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიის/CSR-ის სტრატეგიის შემუშავებისათვის და მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადებისათვის - სწორედ ამ პროცესის მიხედვით განისაზღვრება ის ძირითადი საკითხები, რომლებიც CSR-ის სტრატეგიაში და მდგრადი განვითარების ანგარიშში უნდა აისახოს.
არსებითობის ანალიზი (არსებითობის შეფასება) არის სტრატეგიული ანალიზის ფორმა, რომელიც გულისხმობს კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრას კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის თვალსაზრისით - სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი სფეროდან, მათი ფარდობითი მნიშვნელობის შეფასებას, რასაც უკავშირდება ძირითადი რისკები და შესაძლებლობები კომპანიისათვის. ის თანამონაწილეობითი პროცესის მეშვეობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაინტერესებულ მხარეების მოლოდინების გამოვლენას.
ჩვენი საკონსულტაციო სერვისი მოიცავს მთელი პროცესის ფასილიტაციას და საექსპერტო მხარდაჭერას. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მეთოდოლოგიას პროცესის წარმართვისთვის, დაგეხმარებით შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გეგმის შემუშავებაში, კომუნიკაციის ფორმატის განსაზღვრაში, კონსულტაციების გამართვასა და მიღებული მონაცემების/უკუკავშირის ანალიზში; კომპანიის სამოქმედო გარემოს, ბიზნეს მიზნების, CSR პროგრამების და პოლიტიკის გათვალისწინებით, არსებითი საკითხების გამოვლენასა და პრიორიტეტიზაციაში და ბოლოს არსებითობის მატრიცის შემუშავებაში, რომელზეც ასახულია თქვენი კომპანიისათვის არსებითი საკითხები და მათი მნიშვნელობა კომპანიისა და დაინტერესებული მხარეებისათვის, აგრეთვე რეკომენდაციებს მოგაწვდით, როგორ უნდა მოახდინოთ არსებითო საკითხების ინტეგრირება თქვენს CSR სტრატეგიასა თუ მდგრადი განვითარების ანგარიშში.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვგიკავშირდით.