CSR სტრატეგია/კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია (CSR/Sustainability strategy) წარმოადგენს ზოგად ჩარჩო-დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრულია კომპანიის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები CSR-ის/მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით.
არ არსებობს უნივერსალური, ყველასათვის გამოსადეგი CSR სტრატეგია - ეფექტური CSR სტრატეგია მიესადაგება კონკრეტული კომპანიის თავისებურებებს და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპანიის ზომა, საქმიანობის სფერო (სექტორი), ბიზნესის ხასიათი და ადგილმდებარეობა, კომპანიის ბიზნეს მიზნები და ზეგავლენის სფეროები.
აღნიშნულ სტრატეგიას შემდგომში ეფუძნება კონკრეტული სამოქმედო გეგმები, ცალკეული პოლიტიკის დოკუმენტები პასუხისმგებელი ბიზნეს-საქმიანობის საკითხებზე, მართვის და მონაცემთა მონიტორინგის შესაბამისი სისტემები.
CSR სტრატეგიის შემუშავება კომპლექსური, თანამონაწილეობითი პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპანიის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელთა ჩართულობას და ზედა დონის მენეჯმენტის გარკვეულ მონაწილეობას.
ჩვენი საკონსულტაციო მიდგომა გულისხმობს კომპანიის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით მთელი პროცესის ფასილიტაციას, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პროცესის დაგეგმვა; არსებული სიტუაციის ანალიზი (მიმდინარე CSR ინიციატივების და პროგრამების, ცალკეული პოლიტიკების, პროცედურების, ორგანიზაციული სტრუქტურების და მენეჯმენტის სისტემების ანალიზი); ძლიერი მხარეების, ნაკლოვანებების და გაუმჯობესების პოტენციური სფეროების გამოვლენა; კომპანიის ძირითადი ზეგავლენის სფეროების განსაზღვრა და არსებითი საკითხების იდენტიფიცირება; კომპანიის საქმიანობის და პრიორიტეტების შესაბამისი SDG მიზნების იდენტიფიკაცია; სამოქმედო მიმართულებების, გრძელვადიანი მიზნების და ამოცანების დასახვა.
ჩვენ საექსპერტო დახმარებას გაგიწევთ თითოეულ ეტაპზე და დაგეხმარებით სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც უპასუხებს თქვენს საჭიროებებს და რეალურად განხორციელებადი იქნება.
ადეკვატური და თქვენზე მორგებული CSR სტრატეგია მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმართულებებით და გაზომვადი ამოცანებით თქვენი ბიზნესის მდგრადობისა და გრძელვადიანი წარმატების საფუძველი გახდება, დაგეხმარებათ უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი CSR პროგრამები, გააუმჯობესოთ კომპანიის საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი (ESG) მაჩვენებლები, უპასუხოთ თქვენი დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოთ ადგილობრივად და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.