თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად კომპანიებს სულ უფრო მეტად მოეთხოვებათ სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მართვის (ESG) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება ბიზნეს საქმიანობაში.
ინვესტორები, პარტნიორები, მიმწოდებლები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები კომპანიებისგან ელიან პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის წარმართვას და გაზიარებული ღირებულების შექმნას მეწილეთა და საზოგადოებისათვის.
ESG -ის საკითხებს უწოდებენ გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის საკითხთა ერთობლიობას, რომელთა მიხედვით ხდება კომპანიების საქმიანობის შეფასება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებელი /მდგრადი საინვესტიციო ინსტიტუტების მიერ, მდგრადობის ინდექსებში და ა. შ.აღნიშნული ეხმარება ინვესტორებს შეაფასონ კომპანიის მდგრადობა, რისკების მართვის უნარი და, შესაბამისად, განსაზღვრონ მისი სამომავლო ფინანსური შედეგები, აგრეთვე ინვესტიციის ზეგავლენა საზოგადოებაზე.
საკონსულტაციო პროცესი მოიცავს კომპანიის საქმიანობის, პროგრამების, პოლიტიკებისა და მენეჯმენტის სისტემების ანალიზს სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მართვის (ESG) კრიტერიუმების, პასუხისმგებელი ბიზნესის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის მიხედვით, ძლიერი მხარეების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გაუმჯობესების მისაღწევად.
სამუშაო პროცესში გამოყენებული მიდგომები მოიცავს: არსებული დოკუმენტების ანალიზს, კომპანიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს, ინდივიდუალურ ინტერვიუებს, მინი სემინარებს, ფოკუს ჯგუფებს, მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, საერთაშორისო სტანდარტების და სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას.
შედეგად შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს კორპორაციული პასუხისმგებლობის / ESG საკითხების კონტექსტში კომპანიის პოლიტიკების, მართვის პროცესების, პროგრამების და შედეგების გაუმჯობესებისათვის, რაც დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ არსებული შესაძლებლობები და საკონკურენციო უპირატესობას მიაღწიოთ.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.