ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

CSR და კორპორაციული მდგრადობა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის

CSR და კორპორაციული მდგრადობა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის

თანამედროვე დინამიურ ბიზნესგარემოში მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნესმიდგომების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. ამ მიდგომების განხორციელებას მრავალფეროვანი სარგებელი მოაქვს კომპანიებისთვის, როგორიცაა ხარჯების შემცირება, დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესება, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში ინტეგრაცია, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების გაძლიერება და ბაზრის გაფართოება.

ქართული მცირე და საშუალო კომპანიები ხშირად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, თუმცა არ იციან, როგორ გამოიყენონ პასუხისმგებლობის პოტენციალი საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ.

ტრენინგის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები ძირითადი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა პასუხისმგებელი და მდგრადი პრაქტიკების დასანერგად ბიზნესსაქმიანობაში, ასევე დაეხმაროს მათ გააცნობიერონ და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც კორპორაციულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის კონცეფცია
  • თანამედროვე ტენდენციები, სტანდარტები და მათი ზეგავლენა ქართულ ბიზნესზე
  • მცირე და საშუალო ზომის კომპანიათა სარგებელი მწვანე და სოციალური მიდგომების დანერგვის შედეგად
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა როგორც მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ინსტრუმენტი
  • კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ძირითადი თემები
  • კომპანიის საქმიანობაში პასუხისმგებელი და მდგრადი მიდგომების ეტაპობრივი ინტეგრირება

პროგრამა ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას, ასევე საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს და ქართულ კომპანიათა გამოცდილებას ამ სფეროში.

ტრენინგი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საშუალო რგოლისა და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგ-კურსის შინაარსის და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.