CSRDG 2015 წლიდან GRI-ის მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის წევრია და ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების და GRI ფორმატის დამკვიდრებას
გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. დაინტერესებული მხარეები - ინვესტორები, საზოგადოება, მომხმარებლები, თანამშრომლები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობები სულ უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისაგან ანგარიშგებას მათი საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ.
,,მდგრადი განვითარების ანგარიში“(იგივე CSR ანგარიში) არის დოკუმენტი, რომელშიც კომპანია საჯაროდ აწვდის საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციას საკუთარი მიზნების, ეთიკური პრინციპების და ღირებულებების, CSR პროგრამების, მიღწეული შედეგების, მდგრადი განვითარების სამივე სფეროში - ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილის შესახებ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშგება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდა. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 93%, ხოლო მსხვილ და საშუალო კომპანიათა სამი მეოთხედი გლობალურად აქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშებს.
ინვესტორების და მდგრადობის ინდექსების მზარდი რაოდენობა იყენებს ამ ანგარიშებს კომპანიათა შეფასებისას - დღეისათვის პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით მართული კაპიტალის მოცულობა გლობალურად 30 ტრილიონ დოლარს აღემატება.
მდგრადი განვითარების ანგარიში არა მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტის, არამედ ეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის შიდა ორგანიზაციული მენეჯმენტი და უფრო ეფექტურად მართოს რისკები.
არსებობს ანგარიშგების რამდენიმე საერთაშორისო ფორმატი. მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ, გლობალურად აღიარებულ ფორმატს წარმოადგენს ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) ფორმატი. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 80%-ზე მეტი სწორედ ამ ფორმატს იყენებს ანგარიშგებისათვის.
ჩვენი საკონსულტაციო სერვისი მოიცავს კომპანიის საექსპერტო მხარდაჭერას GRI ფორმატის მიხედვით მდგრადი განვითარების ანგარიშის/CSR ანგარიშის მომზადებაში, კერძოდ კი კომპანიის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით ანგარიშის მომზადების მთელი პროცესის ფასილიტაციას და საექსპერტო მხარდაჭერას, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ჩვენი მიდგომა თანამონაწილეობით პროცესს ეფუძნება, რომელიც მოიაზრებს კლიენტის აქტიურ ჩართულობას და ლიდერობას ყველა ეტაპზე.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გამოყენებული ძირითადი მეთოდებია: დოკუმენტების ანალიზი, სამოქმედო გეგმების და მეთოდოლოგიების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ინტერვიუები, მინი სემინარები და სამუშაო შეხვედრები, ფოკუს ჯგუფების ფასილიტაცია, გამოკითხვები, მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები, უკუკავშირის და რეკომენდაციების მიწოდება ანგარიშის ტექსტზე.
ჩვენ საექსპერტო მხარდაჭერას გაგიწევთ ანგარიშის მომზადების თითოეულ ეტაპზე და დაგეხმარებით სტრატეგიულად წარმართოთ კომუნიკაცია მდგრადი განვითარების საკითხებზე, უპასუხოთ ანგარიშგების საერთაშორისო ფორმატის მოთხოვნებს და მაქსიმალურად გაზარდოთ ანგარიშგების შედეგები კომპანიისათვის.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.