გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშგება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდა. დაინტერესებული მხარეები - ინვესტორები, საზოგადოება, მომხმარებლები, თანამშრომლები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობები სულ უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისაგან ანგარიშგებას მათი საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ. ინვესტორების და მდგრადობის ინდექსების მზარდი რაოდენობა იყენებს ამ ანგარიშებს კომპანიათა შეფასებისას - დღეისათვის პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპებით მართული კაპიტალის მოცულობა გლობალურად 30 ტრილიონ დოლარს აღემატება.
აღმოსავლეთ ევროპაში მსხვილ კომპანიათა დაახლოებით სამი მეოთხედი აქვეყნებს ანგარიშებს, დასავლეთ ევროპაში კი 80%-ზე მეტი. საქართველოში ანგარიშგების პრაქტიკა შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი ტენდენციაა.
ეს ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშგების დაწყება ან რომლებიც უკვე ამზადებენ CSR ანგარიშებს და სურთ შეუსაბამონ საკუთარი ანგარიშები საერთაშორისო სტანდარტებს; ამ გზით აამაღლონ კომპანიის რეპუტაცია, საკონკურენციო უპირატესობა მოიპოვონ როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას და საჯაროდ განაცხადონ თუ რა სიკეთე მოაქვს კომპანიას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
ტრენინგ-პროგრამა ფარავს შემდეგ საკითხებს:
ტრენინგ-კურსი გაჯერებულია სავარჯიშოებით, ჯგუფური დავალებებით, დისკუსიებით, ინტერაქციებით.
ტრენინგ-კურსის შინაარსი და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.