ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

CSR/ESG გზამკვლევი (Roadmap)

CSR/ESG გზამკვლევი (Roadmap)

CSR/ ESG  გზამკვლევი არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხმარება კომპანიას კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მიმართულებით ადეკვატური მიზნების დასახვაში, დასახული მიზნების განხორციელებასა და წინსვლის მიღწევაში.

ჩვენი საკონსულტაციო მიდგომა გულისხმობს კომპანიის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით მთელი პროცესის წარმართვას, რაც მოიცავს შემდეგს: CSR/ESG ჭრილში კომპანიის საქმიანობის ანალიზს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებათა გამოვლენას, პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის მიმართულებით პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრას, დროში გაწერილი ამოცანებისა და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას.

საკონსულტაციო პროცესის შედეგად დამკვეთი მიიღებს „გზამკვლევს“ - თქვენ საჭიროებებზე მორგებულ და რეალურად განხორციელებად გეგმას, რომელშიც გაწერილი იქნება კომპანიის მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანები პრიორიტეტული სფეროებისა და ბიზნეს მიზნების შესაბამისად, ძირითადი სამოქმედო მიმართულებები, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მექანიზმები და შედეგების გაზომვის ინდიკატორები.

გზამკვლევი შესაძლებლობას მოგცემთ გააუმჯობესოთ კომპანიის საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლები, უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამები და უპასუხოთ დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს.

სამუშაო პროცესში გამოყენებული მიდგომები მოიცავს: არსებული დოკუმენტების ანალიზს, კომპანიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს, ინდივიდუალურ ინტერვიუებს, მინი სემინარებს, ფოკუს ჯგუფებს, მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, საერთაშორისო სტანდარტების და სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას. 

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.