ჩვენი სერვისები: რას გთავაზობთ

CSR და სექტორთა შორის თანამშრომლობა

ტრენინგი: CSR და სექტორთა შორის თანამშრომლობა

სექტორთაშორისი თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად, როდესაც დამოუკიდებლად არც სამოქალაქო ორგანიზაციებს, არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ბიზნესს არ ჰყოფნის რესურსები იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც სამივე სექტორისათვის მნიშვნელოვანია.

კომპანიებისთვის სხვა სექტორებთან პარტნიორობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. ის საუკეთესო ინსტრუმენტია შედარებით მცირე დანახარჯებით მასშტაბური შედეგების მისაღწევად,, თემში საკუთარი ბრენდის პოზიციონირებისათვის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობის ასაწყობად.

ამგვარი პარტნიორული პროექტების შედეგად ხდება ძალების, რესურსების და ექსპერტიზის გაერთიანება, რის შედეგადაც შესაძლებელია ყველა მონაწილე მხარისათვის სასიკეთო შედეგების მიღწევა.  

ტრენინგი  მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ:

  • რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სექტორთაშორისი თანამშრომლობა
  • რა მოტივაცია აქვთ სხვადასხვა მხარეებს, რომ ჩაერთონ ამგვარ თანამშრომლობით პროექტებში და როგორია თითოეული მხარის სარგებელი
  • როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ამ კუთხით სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ბიზნეს კომპანიებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სამმხრივი სარგებლის მისაღწევად
  • როგორია სხვადასხვა პარტნიორთა როლი
  • ეფექტური პარტნიორული პროექტის დაგეგმვა, განხორციელება და სოციალური შედეგების შეფასება
  • სექტორთა პარტნიორობის ძირითადი ტენდენციები და სტიმულები თანამედროვე სამყაროში
  • პარტნიორული პროექტების მაგალითები საქართველოსა და ევროპაში
  • სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა პოსტ-კოვიდურ ეპოქაში

ტრენინგი განკუთვნილია სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესების, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების და ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა შერეული ჯგუფებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.