იმისათვის რომ კომპანიის CSR პოლიტიკა წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია მისი გაცნობიერება და მხარდაჭერა კომპანიის თანამშრომლების მიერ. ინფორმირებული, მოტივირებული და აქტიურად ჩართული თანამშრომლები ნებისმიერი წამოწყების წარმატების წინაპირობაა, განსაკუთრებით კი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა.
ამ მიზანს ემსახურება ერთი კონკრეტული კომპანიის თანამშრომელთა ჯგუფისათვის განკუთვნილი ტრენინგი - CSR ჩემპიონები.
ტრენინგი მორგებულია კლიენტი კომპანიის თავისებურებებს, ბიზნეს-მიზნებსა და CSR პროგრამებს და მიზნად ისახავს თანამშრომელთა ინფორმირებას, ცოდნის გაღრმავებას და კომპანიის CSR პოლიტიკის განხორციელებაში მათი ჩართულობის ამაღლებას. ჩვენი ტრენინგ სესიები დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს დასვან სწორი შეკითხვები და თავადვე მოძებნონ პასუხები, გამოიყენონ პასუხისმგებელი მიდგომები საკუთარ საქმიანობაში და უკეთ გააცნობიერონ კომპანიის წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, იფიქრონ უფრო სტრატეგიულად და იყვნენ უფრო ეფექტურები.
ტრენინგი მოიცავს ზოგად ინფორმაციას კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხების და განხორციელების მოდელების შესახებ:
ტრენინგი ასევე მოიცავს კონკრეტულ, პრაქტიკულ შედეგებზე მიმართულ სესიებს კომპანიის CSR პოლიტიკასთან და მიზნებთან დაკავშირებით, მაგალითად:
ტრენინგის საკითხების ჩამონათვალი საორიენტაციოა. ტრენინგ-პროგრამის განვითარება და კლიენტი კომპანიის საჭიროებებზე მორგება ხდება კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, დასახული ამოცანის შესაბამისად.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.