B Corp არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული სასერტიფიკაციო სქემა კორპორაციული მდგრადობის და პასუხისმგებლობის სფეროში. ის ადასტურებს, რომ კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო მაღალ სტანდარტებთან სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მართვის მიმართულებით და აღიარებულია პარტნიორების, ინვესტორების, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ეს სასერტიფიკაციო სქემა შესაფერისია ნებისმიერი ქვეყნის, ზომის და სექტორის კომპანიებისთვის.
2025 წლის დასაწყისისთვის უკვე 9500-ზე მეტი სერტიფიცირებული კომპანიაა მსოფლიოს 105 ქვეყანაში, რომლებიც 162 ინდუსტრიას წარმოადგენენ და 900 000-მდე ადამიანს ასაქმებენ.
სერტიფიცირების მისაღებად, კომპანიამ უნდა შეავსოს თვითშეფასების კითხვარი და გაიაროს სიღრმისეული შეფასების პროცედურა, რომელიც მოიცავს კომპანიის საქმიანობის ყველა ასპექტს, თანამშრომელთა კეთილდღეობით და კეთილსინდისიერი ბიზნესპრაქტიკით დაწყებული, გარემოზე ზემოქმედებით და საზოგადოების მხარდაჭერით დამთავრებული.
კომპანიას ასევე შეუძლია გამოიყენოს B corp სტანდარტი საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და გაუმჯობესების დასაგეგმად, სერტიფიცირების გარეშეც. ამჟამად 150 000-ზე მეტი კომპანია იყენებს B corp სტანდარტებს თვითშეფასებისათვის, მდგრადობის სტრატგიების დასაგეგმად და გაუმჯობესების მისაღწევად.
ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის ექსპერტულ მხარდაჭერას:
B Corp სერტიფიკატი არის ნდობის, წარჩინების და ლიდერობის ნიშანი. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი კომპანია გახადოთ გამორჩეული და დაუკავშიროთ თქვენი ბრენდი მსოფლიოს ყველაზე პასუხისმგებელი კომპანიების თანამეგობრობას.
ჩვენს კონსულტანტს გავლილი აქვს B Lab ბრიტანეთისა და B Lab ევროპის ტრენინგები კონსულტანტებისათვის და ჩართულია B Lab ევროპის მიერ აღიარებულ კონსულტანტთა ბაზაში.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.