CSR ბლოგი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის "მშობლები"

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის "მშობლები"

23/08/2018

რამდენიმე წლის წინ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტი“ – ასეთი პროფესია არ არსებობდა და არც კომპანიები ცდილობდნენ ამ მიმართულებით ემუშავათ.

ბავშვების ქარხნებში დასაქმებამ და ცუდმა სამუშაო პირობებმა გამოიწვია ის პირველი ტალღა, რამაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურება განაპირობა.

Kathie Lee Gifford

1996 წელს ბავშვთა შრომის გამოყენების ფაქტზე ერთ-ერთი გახმაურებული სკანდალი აგორდა. ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან, მსახიობსა და მომღერალ კეტი ლი გიფორდს ბრალი დასდეს, რომ ტანსაცმლის ხაზის შექმნაში ბავშვთა შრომას იყენებდა.

კეტი ლიმ ეს ყველაფერი უარყო. გადაწყვიტა დასაქმებულები მოესყიდა და მათ მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდა. მაგრამ ეს ფაქტი გახმაურდა. ის იძულებული გახდა კანონიერი გზით მოეგვარებინა პრობლემა: ბავშვები სამსახურიდან დაეთხოვა და სრულწლოვნებისთვის ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნა.

Nike

თავდაპირველად ნაიკი ცნობილი იყო როგორც Blue Ribbon Sports. ბრენდი ბაზარზე პოზიციონირებდა, როგორც იაფი ტანისამოსის მწარმოებელ კომპანიად.

1994 წელი კომპანიისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. „New York Times“-მა და სხვა ამერიკულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ინდონეზიაში ამ ბრენდის ფაბრიკებში არსებული საშინელი პირობების ამსახველი ფოტომასალა. Blue Ribbon Sports-ის მენეჯმენტი დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოება მალე დაივიწყებდა ამ სკანდალს და თავი არ შეიწუხეს რაიმეს შეცვლაზე. მაგრამ 1996 წელს ჟურნალმა „Life“-მა გამოაქვეყნა პაკისტანში ამ ბრენდის ქარხანაში მომუშავე ბავშების სურათები. სწორედ ეს სკანდალი გახდა გარდამტეხი მომენტი. კომპანია იძულებული გახდა გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის და პასუხისმგებლობა აეღო მომწოდებელთა ქსელზე.

დღეს ნაიკი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ მიმართულებით და დასახელებულია ერთ-ერთ საუკეთესო კორპორაციულ მოქალაქედ „Corporate Responsibility Magazine“-ის რეიტინგის თანახმად.

სწორედ ასეთმა ფაქტებმა მისცა ბიძგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიების შემუშავებასა და ამ მიმართულების პროფესიონალების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული პროფესია დღემდე ვითარდება და კომპანიები ნელ-ნელა რწმუნდებიან მის დადებით მნიშვნელობაში. 


წყარო

www.forbes.com

უკან დაბრუნება