17/09/2018
ძირითადად კომპანიებს ძალიან უჭირთ იყვნენ გულწრფელები და ხმამაღლა ილაპარაკონ იმ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებზე, რომლებიც თან სდევს მათ საქმიანობას. როდესაც ბიზნეს კომპანიები იწყებენ აღნიშნული ზეგავლენების კომუნიკაციას, მაშინ ნამდვილად ღირს ამ საკითხით დაინტერესება.
გთავაზობთ ორი კომპანიის: Diageo-სა და Patagonia-ს ინტერნეტში გავრცელებულ რამდენიმე მაგალითს. Diego ეს არის ბრიტანული მულტინაციონალური ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია, ხოლო Patagonia სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია. ორივე კომპანია გამოირჩევა პასუხისმგებელი ქცევით.
თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ორგანიზაციამ გააკეთოს იმ პროექტების სწორი კომუნიკაცია, რომლებსაც ახორციელებს, მაშინ ღირს ქვემოთ მოცემული ვიდეობის ყურება.
კომპანია Diageo
დევნილები საბერძნეთში
ეს არის პატარა დოკუმენტური ვიდეო საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, იმის შესახებ თუ როგორ ეხმარებიან სირიიდან დევნილ ადამიანებს.
მშვიდობა კოლუმბიაში
დოკუმენტური ვიდეო რგოლი იმის შესახებ თუ, როგორ გაერთიანდნენ სხვადასხვა მსახიობები მშვიდობისთვის კოლუმბიაში.
კომპანია Patagonia
ვიდეობი რომელიც ეხება მდგრად სოფლის მეორნეობასა და ტანსაცმელების შეკეთებას. მართალია ვიდეოები ცოტა ხანგრძლივია, თუმცა ყურებად ნამდვილად ღირს.
ელენე ჩხეიძე