CSR ბლოგი

საკომუნიკაციო კამპანია "ახალი ხილი"

საკომუნიკაციო კამპანია "ახალი ხილი"

25/09/2018

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა არ იზრუნოს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და საზოგადოებასაც მოუტანოს სიკეთე. თავის მხრივ, კომპანიებიც ხვდებიან, რომ პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოებაზე ზრუნვა სასიკეთოდ აისახება მათ საქმიანობაზეც. მიუხედავად ამისა, ბიზნესის სოციალური როლის გააზრება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი ხილია და ნაკლებად არის ცნობილი როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე ორგანიზაციების უმრავლესობისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-ის ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საკომუნიკაციო კამპანია „ახალი ხილი“ დაიწყო. კამპანია ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

კამპანიის მიზანია ახალი, საინტერესო კონცეფციით, ერთი მხრივ, ფართო საზოგადოებას გააცნოს CSR-ის მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ, წაახალისოს ბიზნეს კომპანიები საკუთარ საქმიანობაში დანერგონ და განავითარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

კამპანიის იდეა ლუკა ივანიძეს პრინტ ნამუშევრიდან გაჩნდა, რომელიც 2017 წელს, CSR-ის შესახებ CSRDG-ის მიერ ჩატარებული პრინტების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

იის ვიზუალური მხარე, სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-იმ პრობონოდ ანუ უსასყიდლოდ შექმნა. კამპანია „ახალი ხილი“ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს და შეეცვდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისათვის არც ისე ახალი, არამედ უკვე კარგად ნაცნობი ხილი გახდეს.

გაეცანით კამპანიას უფრო დეტალურად  PDF.

უკან დაბრუნება