16/01/2019
კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.
უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის” საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.
ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა “სტარტაპ საქართველომ”. მას შემდეგ კომპანიამ გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, რომლისგანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა;
კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები.
პროექტს რამდენიმე ტიპის სარგებელი მოაქვს: გარემოსდაცვითი თვალსაზრისით - კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას;
ეკონომიკური თვალსაზრისით _ ამ რაოდენობის ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტს.
“მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების” მიხედვით, რომელიც 2019 წლიდან უკვე შევიდა ძალაში, საბურავები უნდა განთავსდეს გადამამუშავებელ ქარხანაში, შესაბამისად აღნიშნული საწარმოს შექმნამ ბევრ კომპანიას მოუხსნა ნარჩენების მართვის პრობლემა.
კომპანია “თი-ერ-სი” პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018” , მწვანე ინიციატივის კატეგორიაშია გამარჯვებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ვიდეო:
ელენე ჩხეიძე