CSR ბლოგი

მწვანე ინიციატივა - აპლიკაცია "გზად", საქართველოს ბანკი

მწვანე ინიციატივა - აპლიკაცია "გზად", საქართველოს ბანკი

31/01/2019

ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში. 

ინოვაციური პროექტის დადებითმა სოციალურმა გავლენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ბანკის თანამშრომლებში, ისე საზოგადოებაში. პროექტში თავიდანვე ჩაერთო “საქართველოს ბანკის” 410 თანამშრომელი; აღირიცხა 5430 დამგზავრება. სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ აპლიკაციით, საერთო ჯამში, გამონაბოლქვი 43,440 კგ.-ით შემცირდა.

პროექტის არაპირდაპირი სარგებელი იყო თანამშრომლების ერთმანეთთან დაახლოება, რაც დადებითად აისახა მათ ურთიერთობასა და მოტივაციაზე. პროექტის შედეგად ამაღლდა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერებაც _ ბანკში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით თანამშრომლებმა დეტალურად შეიტყვეს იმ ზიანის შესახებ, რასაც ქალაქში მოძრავი თუნდაც 1 ავტომობილი აყენებს გარემოს.

“საქართველოს ბანკი” აღნიშნული აპლიკაციით პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018” , მწვანე ინიციატივის კატეგორიაშია გამარჯვებული.

ნახეთ ვიდეო: 


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება