CSR ბლოგი

მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა

მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა

20/02/2019

კომპანიამ Retail Group Georgia 2018 წლის აპრილში დაიწყო ახალი პროექტი „საზოგადოების განვითარება – მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა“.
პროგრამის  მისი მიზანია მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. 

კომპანია რითეილ გრუპ ჯორჯიას დასაქმებული ყავს 630-მდე ადამიანი, ის Alokair Fashion Retail ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 35-ზე მეტ მოდის ბრენდს და მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას 2011 წლიდან.

დღევანდელ საქართველოში, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან მცირე შანსი აქვთ იპოვონ სამუშაო, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. პროექტის მიზანია ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილის შეტანა და ამ საკითხისათვის სხვა კომპანიების ყურადღების მიპყრობა.

სწორედ ამ მიზნით კომპანია დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციას ახალი ცხოვრების შანსი”, რომელიც სწორედ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებთან მუშაობს. მათთან ერთად, ინტერვიუების საფუძველზე, შეირჩა 6 მზრუნველობამოკლებული მოზარდი, რომლებიც სტაჟიორებად აიყვანეს მაღაზიებში კონსულტანტებად და ადგილზე შეასწავლეს მაღაზიის საქმიანობისა და მომსახურების ძირითადი პრინციპები. პროექტის ბენეფიციარები იღებენ ხელფასსა და წამახალისებელ საჩუქრებს. რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ისინი ჩაერთვნენ კომპანიის პროფესიული განვითარების ერთწლიან პროგრამაში და ამ ერთი წლის განმავლობაში 6 მოდულში გაივლიან ტრენინგებს.

პროექტმა კომპანიას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი: სამუშაო გუნდს შეუერთდა რამდენიმე მოტივირებული, ნიჭიერი ახალგაზრდა, პროგრამაში მონაწილეობის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა კომპანიის თანამშრომელთა ენთუზიაზმი და კომპანიის მიმართ ლოიალობა; პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა გრძელვადიანი ურთიერთობა.

ახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე მიზანი სწორედ სხვადასხვა სექტორთა პარტნიორობას ეხება. მეჩვიდმეტე მიზნის ერთ-ერთი ამოცანაა:

  • ხელი შეეწყოს ეფექტურ საჯარო, საჯარო და კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და პარტნიორობის დაფინანსების სტარტეგიებზე.

ასე, რომ კომპანია “რითეილ გრუპ ჯორჯია” სწორედ აღნიშნული მიზნის განვითარებას უწყობს ხელს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება