CSR ბლოგი

თანამშრომლების განვითარების პროგრამა - PMCG

თანამშრომლების განვითარების პროგრამა - PMCG

03/05/2019

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა PMCG თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების პროგრამა კომპანიაში ოფიციალურად 2017 წლიდან დაიწყო და უკვე მიიღო სისტემური, მუდმივი ხასიათი. პროგრამის მიზანია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამის განხორციელებით კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: საწყის ეტაპზე მოწვეული კონსულტანტის დახმარებით შემუშავდა ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია და მასზე დაყრდნობით _ თანამშრომელთა საჭიროებებზე მორგებული პერსონალური განვითარების გეგმები. შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად კომპანიამ აიყვანა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. გაწერილი წლიური გეგმის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის 40 თანამშრომელმა 32 ტრენინგი/ვორკშოფი გაიარა, რომელთა ჯამური ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგენა.
პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად მენეჯმენტის და თანამშრომლების პერიოდული გამოკითხვით დადასტურდა, რომ
– თანამშრომლების განვითარების გეგმის მათ რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებამ და გეგმების მომზადების თანამონაწილეობითმა პროცესმა გუნდის მოტივაციის, ენთუზიაზმის და უნარ-ჩვევების გაძლიერება განაპირობა;
– ორგანიზაციის შიგნით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვამ თანამშრომლებს შორის კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები განამტკიცა და გუნდურობის, ურთიერთდახმარების კულტურა დაამკვიდრა.

შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი სწორედ ხარისხიან განათლებას ეხება, ამ შემთხვევაში კი “PMCG-ს პროექტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

კომპანია “PMCG” აღნიშნული პროექტით პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018”,  პასუხისმგებელი დამსაქმებლის კატეგორიაშია გამარჯვებული.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება