05/02/2021
დიდი დრო არ არის გასული, რაც თბილისში გაიხსნა ახალი, თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე – „გრიმოს 12“, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან საინტერესო ლექტორთა გუნდით და დაინტერესებულ პირებს გვთავაზობს ორ საყურადღებო კურსს – „კომუნიკაცია“ და „ლიტერატურა და ინტელექტი“.
კურსი, კომუნიკაციის მიმართულებით, მსმენელს დაეხმარება, დაეუფლოს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, აუდიტორიასთან ურთიერთობას, მეტყველებას, გამოიმუშაოს კომუნიკაციის უნარები, დაეუფლოს ურთიერთობის ტექნიკას როგორც პირისპირ, ისე პუბლიკასთან კომუნიკაციისას და ა.შ.
რაც შეეხება ლიტერატურის კურსს, „გრიმოს 12“ იწვევს ნებისმიერი ასაკის ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს, რათა გაიზიაროს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მწერლების გამოცდილება, მიიღოს მათგან რჩევები და განივითაროს ანალიტიკური უნარი. პარალელურად, კურსი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაეუფლონ საფუძვლიან ცოდნას ისტორიის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა დარგებში.
საგულისხმოა, რომ საქართველოში დამწყები ბიზნესი იშვიათად ფიქრობს სოციალურ პასუხისმგებლობაზე და აანალიზებს მის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ „გრიმოს 12“ ერთ-ერთი მათგანია, ვინც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა, რომ საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა ყოველგვარი საფასურის გარეშე დაესწრნონ ზემოთ ხსენებულ კურსებს. დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისა და ნებისმიერი კურსის თითოეულ დაკომპლექტებულ ჯგუფში გამოიყო 3 ადგილი სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ Facebook გვერდს:
https://www.facebook.com/grimos12/
ღნიშნულ ინიციატივას წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის, ხარისხიანი განათლების მიღწევაში, რაც ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის მდგრად განვითარებას.
ელენე ჩხეიძე