CSR ბლოგი

ვირტუალური რეალობა და ბიზნესის შესაძლებლობები

ვირტუალური რეალობა და ბიზნესის შესაძლებლობები

07/02/2021

ვირტუალური რეალობა (VR) – ეს არის სამყაროს აღქმის ახალი შესაძლებლობა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კომპანიებისთვის, გარდა იმისა, რომ გამოიყენონ პროდუქტებისა და სერვისების კომუნიკაციისთვის ? ბიზნესს საშუალება უჩნდება, უკეთ განახორციელოს  თავისი პროექტებისა და CSR აქტივობების კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან. 

ყველას შეუძლია ნახოს თქვენი მომწოდებლების საწარმოები

წარმოიდგინეთ, იკეთებთ VR სათვალეებს და მოგზაურობთ კაკაოს პლანტაციებში, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ან პირდაპირ აღმოჩნდებით ბანგლადეშში და თქვენ თავად ხედავთ და გრძნობთ იქაურ სიტუაციას. ადამიანებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს ნებისმიერ ქარხანას, ფერმას,  და ა.შ. ადევნონ თვალი პირდაპირ ეთერში.

მომხმარებელს შეუძლია უკეთ გაანალიზოს, ვთქვათ, გარემოზე ზემოქმედების შედეგები ან პირდაპირ იმოგზაუროს აფრიკის დაცულ ტერიტორიებში და სრულად აღიქვას მისი მნიშვნელობა.

ვირტუალური რეალობა გაამარტივებს ინვესტორებთან კომუნიკაციას. იმის მაგივრად, რომ Skype-თ და სხვა საშუალებებით ველაპარაკოთ, შეგვიძლია, მათ გავუჩინოთ შეგრძნება, რომ ჩვენთან ერთად, ერთსა და იმავე ოთახში იმყოფებიან.

რეალურად, ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი იმ შესაძლებლობებისა, რასაც ვირტუალური რეალობის განვითარება მოიტანს. ადამიანებს გვექნება შესაძლებლობა, უკეთ დავაკვირდეთ და ვიგრძნოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოვლენები.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდით აღნიშნული საკითხით, გირჩევთ უყუროთ TED Talk-ის საინტერესო ვიდეოს.


წყარო: WWW.SUSTAINABLESMARTBUSINESS.COM

უკან დაბრუნება