15/03/2021
ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა მზად მომხმარებელი გადაიხადოს მეტი იმ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებში, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა სახის სოციალურ და ეკოლოგიურ პროექტებს, ითვლებიან პასუხიმგებელ კომპანიებად და წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ?
2019 წლის Accenture -ს კვლევის თანახმად, პროდუქტის ყიდვის დროს, მომხმარებლისთვის ისევ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება ხარისხი და ფასი, თუმცა ყოველწლიურად იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან ერთად ყურადღებას აქცევენ ბაზარზე კომპანიის ეთიკურ და პასუხისმგებლიან საქმიანობას.
გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ მათთვის უმნიშნელოვანესია ისეთი პროდუქტის ყიდვა რომლის გადამუშავება და მეორეჯერ გამოყენებაც შესაძლებელია. ხოლო 72% ამბობს, რომ დღეს უფრო ხშირად ყიდულობენ ეკომეგობრულ პროდუქტებს, ვიდრე 5 წლის წინ.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია
წყარო: www.accenture.com