23/03/2021
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პეპსის ქარხანა ფილიპინებში ფუნქციონირებს, სადაც უამრავი პლასტმასის ბოთლი გროვდება ყოველწლიურად. 2013 წელს ფილიპინებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რის შედეგადაც 3.9 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამ კატასტროფის შემდეგ, ადგილობრივებთან ერთად, პეპსიმ ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი და გაჩნდა გენიალური იდეა, გაენათებინათ ადგილობრივი მოსახლეობის სახლები პეპსის პლასტმასის ბოთლების გამოყენებით. მოწყობილობა ძალიან მარტივია: 2 ლიტრიანი გამჭვირვალე ბოთლი ივსება წყლით, რომელსაც ემატება მათეთრებელი და მაგრდება სახურავის ხვრელში. მოწყობილობა ფუნქციონირებს დაახლოებით ისე, როგორც გემბანის პრიზმა, დღის განმავლობაში წყალი გარდატეხავს მზის სხივს და ოთახი ნათდება იმგვარად, როგორც მას გაანათებდა 40-60 ვატიანი ნათურა. ამ ინოვაციურმა მიდგომამ კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას 10 საათის განმავლობაში სახლების განათების საშუალება მისცა.
მართალია, ეს იდეა ფილიპინებში დაიბადა, მაგრამ პეპსი სხვა ქვეყნებშიც ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
ზეგავლენა:
2019 წლისთვის 15 ქვეყანაში დაახლოებით 350,000-ზე მეტი ასეთი ხელსაწყო დამონტაჟდა.
აღნიშნულ პროექტში ჩაერთო გაერო და UNHCR , რომელიც რამდენიმე ბანაკში იყენებს ამ ტექონოლოგიას. 2016 წელს პეპსიმ მოიგო წმინდა ანდრეიუსის პრიზი გარემოს დაცვის მიმართულებით, 2015 წელს – Zayed Future Energy-ს პრიზი, ხოლო 2015-2015 წლებში გახდა World Habitat Award-ის მფლობელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
წყარო: HTTP://WWW.PEPSICO.COM