08/10/2021
Fair Trees Georgia საახალწლო ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიაა რაჭაში, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ახორციელებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის. Covid 19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია – პანდემიის პერიოდში დაგეგმილი კვლევები ამბროლაურის კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუციიდან გამომდინარე კლინიკის მენეჯერმა უარი განაცხადა სივრცის დათმობაზე.
მიუხედავად გამოწვევებისა კომპანია ფეა თრიიზმა მიიჩნია, რომ დაუშვებელია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შეჩერება და თავის თავზე აიღო პროექტის განხორციელება. პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დღესაც მიმდინარეობს.
გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, კომპანიის მიერ მოხდა კერძო მობილური კლინიკის დაქირავება, რისი მეშვეობითაც სკრინინგის მსურველი ქალბატონების კვლევები სხვადასხვა ლოკაციებზე უტარდებოდათ. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა ხდება კვალიფიციურ კლინიკაში შემდგომი კვლევბისათვის, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რათა მოხდეს კვლევების და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.
პროექტის მართვაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფთა პანდემიის მართვისთვის საჭირო რეგულაციების დაცვას და პაციენტთა და მედპერსონალის უსაფრთხოებას.
ელენე ჩხეიძე