18/10/2021
ტენეს ქარხანა, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!” — ვკითხულობთ განცხადებაში.
ტენეს დამფუძნებელ სანდრო ლილუაშვილს თქმით, ახალ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით დასაქმებულები ხუთი დღის განმავლობაში 8-საათიანი მუშაობის ნაცვლად, 4 დღე 10-10 საათის განმავლობაში იმუშავებენ, დარჩენილი 3 დღე კი დაისვენებენ.
ახალ რეჟიმზე გადასვლით მართალია, დღიური სამუშაო საათების რაოდენობა იზრდება, თუმცა დასაქმებულს დასვენებისთვის დამატებითი დღე აქვს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეუძლია. სანდრო თვლის, რომ ახალი ინიციატივა დასაქმებულთა პროდუქტიულობას გაზრდის.
სანდრო ლილუაშვილის თქმით, საწარმო მთელი კვირის განმავლობაში ცვლებით ფუნქციონირებს: თანამშრომელთა ერთ ნაწილს მეორე ნაწილი 4 დღის შემდეგ შეენაცვლება.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ისლანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელი მკვლევრებმა უდიდეს წარმატებად შეაფასეს. აღნიშნული მოდელის შემოღება ბელგიაშიც განიხილება
წყარო: On.ge