08/11/2021
კომპანია „ევროკრედიტის“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში, ახალგაზრდების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა მემორანდუმი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ევროპის უნივერსიტეტთან.
მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა მოაწერეს.
„კერძო საფინანსო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. ამ ტიპის ცოდნის და გამოცდილების ორმხრივი გაცვლა ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს. „ევროკრედიტის“ გუნდის ხედვაა, რომ წავშალოთ ყველა ბარიერი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უშლის კეთილსინდისიერი მიზნების განხორციელებას და ვფიქრობ, ეს მემორანდუმიც ზუსტად ამ საქმეს ემსახურება. ჩვენ, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი თვალით ნახონ როგორ მუშაობს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და არა მხოლოდ დამკვირვებლები იყვნენ ამ პროცესში, არამედ თავად გახდნენ ამ საქმიანობის მონაწილე. მეორე მხრივ „ევროკრედიტისთვის“ ეს არის ტალანტებში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიან ბიზნეს სექტორს და ეკონომიკას წაადგება ახლო მომავალში“, – აცხადებს „ევროკრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი.
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროკრედიტის“ თანამშრომლობა სტუდენტებს ხარისხიან, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პრაქტიკული განათლების მიღების უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
მემორანდუმის ფარგლებში უკვე გადაიდგა სტუდენტებისთვის განათლების მიღების მხარდაჭერების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
„ევროკრედიტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს სწავლა დაუფინანსოს.
ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი სანდროა, რომელსაც „ევროკრედიტი“ ერთი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს გადაუხდის. სანდრო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინიტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 კურსზე სწავლობს.
„ევროკრედიტმა“ ის მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეარჩია. სანდრო გამორჩეული, აქტიური და მოწესრიგებული სტუდენტია. მისი ბიზნესიდეა კი, ევროპის უნივერსიტეტისა და ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მიერ ორგანიზებულ კრეათონის გამარჯვებულია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ არის ერთჯერადი ქმედება და მომავალშიც გააგრძელებენ მსგავსი ტიპის საქმიანობას, ყოველივეს სისტემატური ხასიათი ექნება და არაერთ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას.
გარდა უმაღლესი განათლების მიღებაში ხელშეწყობისა, „ევროკრედიტს“ აქვს სტაჟირების პროგრამა, რომელიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, ასევე, აქვს პროგრამა, რომელიც კომპანიის თანამშრომლების, დარგის პროფესიონალების მხრიდან პერიოდული მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს.
ზოგადად, კერძო საფინანსო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ეს ხელს უწყობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღებას, მათ უჩენთ დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობას და ამავდროულად, უფართოებთ კონტაქტების წრეს, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად. „ევროკრედიტი“ განვითარებაზე ორიენტირებული მზარდი კომპანიაა და განათლებისთვის ხელშეწყობით, განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს საქართველოშიც ამკვიდრებს.
წყარო: www.bm.ge