23/02/2022
„ალტე უნივერსიტეტის” ინიციატივით, მასშტაბური პროექტი იწყება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს იდეების რეალიზების რეალურ შესაძლებლობას მისცემს. ეს არის სასკოლო Start-up მარათონი, რომლის მიზანიც, ისეთი მოსწავლეების აღმოჩენაა, რომლებსაც შეიძლება საინტერესო ბიზნეს იდეები აქვთ და არ იციან, ვისთან ან როგორ წარადგინონ ისინი.
„Start-up მარათონის ფარგლებში, გვინდა ვიპოვოთ და გავიცნოთ მოსწავლეები საინტერესო იდეებით. დავუმეგობრდეთ მათ, ცოტ-ცოტა ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების შესახებ გავუზიაროთ და იდეებზე მუშაობის პროცესსაც მათთან ერთად შევეჭიდოთ“, – აღნიშნა „ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელმა, თეონა დალაქიშვილმა.
სასკოლო მარათონი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია:
აპლიკანტებს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს, რომლის ვინაობაც ცნობილი მალე გახდება. ჟიური მონაწილეებს იდეის ინოვაციურობის, ბიზნეს იდეის განხორციელებადობის მიხედვით შეაფასებს; აგრეთვე დააკვირდება, რამდენად რეალისტურია ეს იდეა ან რამდენად დგას საერთოდ მისი განხორციელების საჭიროება.
გამარჯვებულები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდებიან:
პროექტის მეგობარია თიბისის პროგრამა სტარტაპერი და თიბისი Z. პროექტი GITA-სთან თანამშრომლობითა და ანტრეპრენერის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი, თეონა დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი საქართველოში პირველად ტარდება, და მისი მიზანიც უმნიშვნელოვანესია – სამეწარმეო კომპეტენციები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით შერჩეული ასაკობრივი სეგმენტისათვის.
“პროექტს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, ის ყოველწლიურად ჩატარდება და გარდა კონკრეტულად, სტარტაპ მარათონისთვის დაგეგმილი აქტივობებისა, მოიცავს სკოლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას: ჩვენ გვსურს სკოლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და შევქმნათ სტარტაპ კლუბები აქტიური სკოლების ბაზაზე. პროექტის შედეგები მონაწილეებისთვის ბევრად სცდება ჩვენს პრიზებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენი მონაწილე გუნდები მიიღებენ, ეს არის ცოდნა და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ ბიზნეს ხედვა საკუთარი იდეის გარშემო, იმუშაონ ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე და საბოლოო ჯამში, იყვნენ სრულიად მზად ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს თამამად წარუდგინონ საკუთარი იდეა”, – თეონა დალაქიშვილი.
ელენე ჩხეიძე