CSR ბლოგი

"დომინო" მომხმარებელს ნარჩენების გადამუშავების პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდებს

"დომინო" მომხმარებელს ნარჩენების გადამუშავების პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდებს

24/10/2022

“Do their slice” – ცხადია, აღნიშნული ფრაზა ინგლისურად უკეთ გვაგებინებს პიცის მწარმოებელი კომპანიის სათქმელს, რომელიც მომხმარებელს გადამუშავების პროცესის ხელშეწყობით მათი წილი პასუხისმგებლობის აღებისკენ  უბიძგებს.

ჩანს, დომინომ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური ფორმა შეარჩია. WestRock -თან თანამშრომლობით მათ გადამუშავების შესახებ ფაქტების და მესიჯების მიწოდება თავად პიცის ყუთების გამოყენებით შეძლეს.

დომინოს ახალ ყუთებზე არსებული QR კოდის დასკანერებით შესაძლებელია  recycling.dominos.com -ის ვებგვერდზე გადასვლა , სადაც საძიებო ინსტრუმენტი უზრუნველყოფს წვდომას გადამუშავების სახელმძღვანელო მითითებების ეროვნულ მონაცემთა ბაზაზე, რომელშიც მოცემულია გადამუშავების პროცესის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია. 

შეფუთვის რეციკლირების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მომხმარებელთა დიდ  ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია რეციკლირების შესახებ. რეციკლირების ბევრი ცენტრი არ იბარებს პიცის ყუთებს. დომინოსთვის ყუთების ძირითადი მიმწოდებლის, WestRock-ის მიერ 2020-ში ჩატარებლმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველის და ცხიმის ნარჩენები პიცის ყუთებზე არ ახდენს ზეგავლენას მათ რეციკლირებაზე, სწორედ ამის შემდეგ დომინომ და WestRock-მა წამოიწყეს ერთობლივი კამპანია პიცის ყუთების რეციკლირების მხარდასაჭერად და დააფუძნეს recycling.dominos.com   – ი.  იგი აერთიანებს სასარგებლო ინფორმაციას, ფაქტებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის აღქმის შეცვლას, ქცევაზე გავლენის მოხდენას და საბოლოოდ გადამუშავების პროცესის ხელშეწყობას. ვებგვერდს აქვს  საგანმანათლებლო ფუნქცია, იგი მომხმარებელს აწვდის ყუთების გადამუშავების შესახებ დეტალურ ინსტრუქციას და ურჩევს, როგორ მოიქცეს, თუ გადამუშავების ცენტრი უარს იტყვის   რეციკლირებისთვის ყუთის მიღებაზე.

გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებით დომინო,  WestRock-ის მსგავს პარტნიორებთან ერთად, ცდილობს ნარჩენების რაოდენობის და, შესაბამისად, გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.

„ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ დომინოს ამ ახალ ინიციატივას, რათა პიცის ყუთების გადამუშავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს. გადამუშავებადი პიცის ყუთები ცირკულარულ ეკონომიკას უწყობს ხელს, რაც ჩვენს პლანეტას უკეთესს ხდის.“ განაცხადა პატრიკ კივიცმა, WestRock -ის, გოფრირებული მუყაოს შეფუთვის მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტმა.

2020 წლიდან დომინო  პიცის ყუთების გადამუშავების ადვოკატირებას მომხმარებელთა ელფოსტის, სოციალური მედიისა და American Pizza Community (APC) – სთან პრეზენტაციების საშუალებით ახორციელებს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავამოწმეთ იყო თუ არა აღნიშნული პრაქტიკა გაზიარებული საქართველოს  დომინოში.  კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია  საერთაშორისო დომინოს მიერ გატარებული ღონისძებების შესახებ, მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას, თუმცა ამ ეტაპზე, ჯერჯერობით  არ ახორციელებენ მსგავს კამპანიას.


წყარო:

https://news.yahoo.com/dominos-packaging-design-encourages-customers-130008827.ht

 

უკან დაბრუნება