09/11/2018
ახალი ამბის მოყოლა, ისე რომ საზოგადოებაში ამან დიდი ემოცია გამოიწვიოს, რა თქმა უნდა ძლიერი PR ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანთა ისტორიებს ეხება. ნამდვილად რთული პროცესია სწორი ისტორიის შერჩევა და შემდეგ საზოგადოებისთვის სწორი აქცენტებით წარდგენა, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ „წვალებად“ ნამდვილად ღირს.
სოციალურ ან სხვა სახის მედიაში ემოციური ამბის გავრცელებისას ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში. ამ პრაქტიკის კარგი მაგალითია Pan-Mass Challenge (PMC). ეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივაა და მისი საშუალებით მოიზიდეს ინვესტიციები Dana-Farber Cancer Institute-სთვის.
გააკეთეთ სწორება ადამიანზე
ემოციური პირადი ისტორიები ყოველთვის საინტერესოა, ასეთი ქმედება, მიზანს ყოველთვის აღწევს.
Dana-Farber Cancer Institute პაციენტების ისტორიებს ხშირად მოუთხრობს საზოგადოებას – აცნობს მათ ყოველდღიურ პრობლემებს და განცდებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორიაა ჯესიკა ოტოს ცხოვრებიდან. როდესაც მამას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, ჯესიკამ გადაწყვიტა საუკეთესო მეგობრის ქორწილში მამა-შვილის საქორწინო ცეკვა მამასთან ერთად შეესრულებინა. ჯესიკა პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა მამის სამკურნალო ცენტრისთვის ფონდების მოძიებაში. მას შემდეგ რაც Dana-Farber Cancer Institute-მა ეს ისტორია საჯარო გახადა, ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. მათი ოჯახის ამბავი გაშუქდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორიცაა: ABC News, Today.com, Buzzfeed, Woman’s World, Elite Daily და ა.შ.
სამწუხაროდ, ჯესიკას მამა PMC-ის დაგეგმილ ღონისძიებამდე გარდაიცვალა, ამ ტრაგიკულმა ამბავმა დიდი ემოციური ტალღა გამოიწვია და საზოგადოებამ უფრო აქტიურად დაიწყო თანხის გადარიცხვა სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.
ყველაზე მნიშვნელოვანია შინაარსი
როდესაც გადაწყვეტთ რომელიმე ამბის მოთხრობას, აუცილებელია გაიაზროთ მისი ვიზუალური მხარე, რადგან აღსაქმელად უფრო მარტივია თვალით დაინახონ, ვიდრე წაიკითხონ, ვიზუალიზაცია უფრო ნათელს და რეალურს ხდის აღსაქმელ ისტორიას.
როდესაც ჯესიკამ სოციალურ ქსელში მამასთან ცეკვის ეს ემოციური ფოტო გააზიარა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები შედიოდნენ PMC-ის გვერდზე და რიცხავდნენ ფონდში თანხას, სრულიად უცნობი ადამიანები წერდნენ საოცრად ემოციურ კომენტარებს. ერთ-ერთი ასეთი კომენტარი იყო: „შენი ვიდეო ვნახე Buzzfeed-ზე, შარშან აგვისტოში მეც დავკარგე მამა და ზუსტად ვიცი ეს რა შეგრძნებაა, შენს გვერდით მიგულე.“
სწორედ ასეთი ტიპის კომენტარები ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური კონტენტი და როგორ აერთიანებს ის ადამიანებს.
დაუკავშირეთ ისტორია საკითხს
როდესაც გადაწყვეტთ მოუთხროთ საზოგადოებას ამბავი, ეს ისტორია შეეცადეთ დაუკავშიროთ იმ ღირებულებებს, რომლის პოზიციონირებასაც ახდენს თქვენი ბრენდი.
სწორედ აქედან იწყება მდგრადი განვითარება. როდესაც კომპანია/ორგანიზაცია იწყებს ნებისმიერ საკითხზე მუშაობას და მის კომუნიკაციას, მნიშნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე კომპანიას ჰქონდეს დიდი ზეგავლენა. ორგანიზაცია მუდმივად უნდა იკვლევდეს საკუთარი ზეგავლენის შესაძლებლობებს, დაიწყოს უარყოფითი ზეგავლენების გაუმჯობესება და იზრუნოს დადებითი ზეგავლენის გაზრდაზე.
ნებისმიერი ისტორია, რომელსაც თქვენ მოუთხრობთ საზოგადოებას, უმჯობესია იყოს ემოციური და უკავშირდებოდეს თქვენი ბრენდის ღირებულებებს.
ჩამოაყალიბეთ მკაფიო სამოქმედო გეგმა
როდესაც დაიწყებთ თქვენი ისტორიის თხრობას, აუცილებელია წინასწარ ზუსტად გაიაზროთ რა გსურთ შეატყობინოთ საზოგადოებას და რას მოელით მათგან. მნიშვნელოვანია, ასევე, სამოქმედო გეგმა იყოს მარტივი, ადვილად აღსაქმელი და განსახორციელებელი.
შეეცადეთ და გაიხსენეთ ემოციური ისტორიები, თავად დარწმუნდებით, როდესაც კომპანია ნებისმიერ საკითხს წამოწევს ემოციური შინაარსით, ის კამპანია ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ჩვეულებრივი, ერთფეროვანი კონტენტი.
კომპანია, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებიდან აირჩევს რამდენიმე საკითხს და თითოეულ საკითხზე დაიწყებს გრძელვადიანად მუშაობას, მნიშნელოვანია დაინახოს სად არის გაბმული ის ფაქიზი ძაფები, რომელიც მის მომხმარებელს ემოციურად დააკავშირებს ამ თემასთან. და რაც მთავარია, ამ გზით უფრო მარტივია მიაღწიო საზოგადოების ქცევის ცვლილებას.
წყარო: HTTP://WWW.CONECOMM.COM